Harley-Davidson-ის სუფთა მოგება გაიზარდა

მოტოციკლეტების ამერიკელმა მწარმოებელმა Harley-Davidson-მა პირველ კვარტალში შემოსავლების 10%-იანი ზრდის შესახებ განცხადება გაავრცელა. მან, ასევე, ტურისტულ მოტოციკლეტებზე მაღალი მოთხოვნის ფონზე, გაყიდვების წლიური პროგნოზი გაზარდა. 28 მარტს დასრულებულ კვარტალში კომპანიის მთლიანი შემოსავალი შარშანდელი 1,30-დან 1,42 მლრდ დოლარამდე გაიზარდა.

ბევრი სხვა კომპანიის მსგავსად, Harley-ის ძირითადი ბაზარი აშშ-ია, სადაც გაყიდვების გაზრდას ყველანაირი რესურსით ცდილობდა. კომპანიაში აცხადებენ, რომ 2021 წელს მოტოციკლეტების ბიზნესიდან შემოსავალი 30-დან 35%-მდე დიაპაზონით გაიზრდება. შარშან ასეთი ზრდა 20-დან 25%-მდე იყო. კომპანიის ვაჭრობამდელმა აქციებმა 7%-ით მოიმატა.

თებერვალში მოტოციკლეტების მწარმოებელმა ახალი, ე.წ. შემობრუნების გეგმა გამოაქვეყნა, რომელიც 2025 წლამდე დაბალი ორმაგი მოგების ზრდას ისახავს მიზნად. ვისკონსინის შტატის ქალაქ მილუოკიში ბაზირებულმა Harley-Davidson-მა გასული წლის შუა პერიოდში აშშ-სა და ევროპის ტრადიციულ ბაზრებზე ასაკოვანი და შედარებით შეძლებული კლიენტებისთვის აქცენტი კვლავ დიდი მოტოციკლეტების გამოშვებაზე გადაიტანა. კომპანიის სუფთა მოგება 3-ჯერ გაიზარდა და პირველ კვარტალში 259 მლნ დოლარი შეადგინა, რაც შარშანდელ ანალოგიურ პერიოდში მხოლოდ 70 მლნ დოლარი იყო.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ