სასოფლო - სამეურნეო პროდუქციის წარმოებასა და რეალიზაციაზე Covid 19-ის პანდემიის გავლენის საკითხზე პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი თემატურ მოკვლევას იწყებს

სასოფლო - სამეურნეო პროდუქციის წარმოებასა და რეალიზაციაზე Covid 19-ის პანდემიის გავლენის საკითხზე პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი თემატურ მოკვლევას იწყებს.

თემატური მოკვლევის ჯგუფის შექმნის თაობაზე პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ეცნობა.

თემატური მოკვლევის მიზანს წარმოადგენს პანდემიის გავლენის კვლევა სოფლის მეურნეობის და სურსათის სექტორის წარმოებაზე, პროდუქციაზე მოთხოვნასა და მოხმარებაზე.

თემატური მოკვლევის ფარგლებში, მოკვლევის ჯგუფი შეისწავლის კორონავირუსამდე და კორონავირუსის შემდეგ სოფლის მეურნეობის პროდუქციის და სურსათის წარმოების, მოთხოვნის და მოხმარების ტენდენციებს და სახელმწიფოს მიერ გატარებულ ღონისძიებებს. მოკვლევის შედეგად მოხდება კორონავირუსის გავლენის ანალიზი და შემუშავდება რეკომენდაციები სახელმწიფო უწყებებისთვის შესაბამისი ღონისძიებების შემუშავების და განხორციელების მიზნით.

ჯგუფის სამოქმედო ვადად 2021 წლის 21 ივნისი განისაზღვრა.