ხახვის იმპორტი შემცირდა, ექსპორტი გაიზარდა - სად ვყიდით და ვყიდულობთ პროდუქტს

2021 წლის პირველ კვარტალში საქართველოდან ხახვის ექსპორტი გაიზარდა, იმპორტი კი შემცირდა.

კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის 3 თვეში ქვეყანამ 5 688 ტონა ხახვი იყიდა (3,078 მლნ დოლარის), რაც 37%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. შარშან 3 თვეში საქართველოში 9 031 ტონა ხახვი შემოვიდა, ჯამში 5,688 მლნ დოლარის ღირებულების.

Top-3 ქვეყანა, სადაც 2021 წლის 3 თვეში საქართველომ ხახვი იყიდა:

  • თურქეთი - 5 472 ტონა (1,652 მლნ დოლარი)
  • რუსეთი - 128 ტონა (39,5 ათასი დოლარი)
  • უკრაინა - 64,7 ტონა (19,6 ათასი დოლარი)

რაც შეეხება ექსპორტს, იმპორტისგან განსხვავებით, წელს პირველ კვარტალში საქართველოდან ბევრად მეტი ხახვი გავიდა, ვიდრე შარშან 3 თვეში. თუმცა მიუხედავად ამისა, პროდუქტის ექსპორტის მაჩვენებელი მაინც მინიმალურია. უფრო კონკრეტულად, 2021 წლის 3 თვეში ექსპორტზე 319 ტონა ხახვი გავიდა, ჯამში 76,6 ათასი დოლარის ღირებულების, შარშან პირველ კვარტალში კი 9,2 ტონა, 10 ათასი დოლარის ღირებულების.

აღსანიშნავია, რომ წელს 3 თვეში საქართველომ ხახვი მხოლოდ 2 ქვეყანაში გაყიდა:

სომხეთი - 311 ტონა (69,6 ათასი დოლარი)

რუსეთი - 7,8 ტონა - (7 ათასი დოლარი)