სენსაციური ამბები ლატარიაში გრძელდება - გუშინ ,,5/35 - ოქროს ბურთში’’ კიდევ ერთი ჯეკპოტი გათამაშდა

ლატარიაში სენსაციური მოგებები გრძელდება. გუშინ ყოველდღიურ ლოტო ,,5/35 -ოქროს ბურთში’’ ამ გაზაფხულზე მესამე ჯეკპოტი 56 365 ლარი გათამაშდა.

საქართველოს ლატარიის ისტორიაში პირველად უმაღლესი საპრიზო კატეგორია ორმა ბილეთმა გაინაწილა და თითოეულის მოგებამ 28 182 ლარი შეადგინა.

,,5/35 -ოქროს ბურთის’’ 911-ე ტირაჟის მომგებიანი კომბინაციაა: 4, 2, 34, 8, 29, ხოლო მოგებული ბილეთები შეძენილია ,,საქართველოს ფოსტის’’ ჯიხურებში ბათუმსა და ზუგდიდში.

,,საქართველოს ეროვნული ლატარია’’ ულოცავს ჯეკპოტის მოგებულებს.

შეგახსენებთ, რომ ამ გაზაფხულზე ლატარიაში უკვე მე-4-ე ჯეკპოტი მათ შორის 1 015 291 ლარი და ორი მეორე საპრიზო კატეგორია გათამაშდა, მხოლოდ მარტსა და აპრილში კი მოგების სახით გაცემულია 4 300 000 ლარი!

თქვენ კი შეგახსენებთ, რომ იგებს ის ვინც თამაშობს, მოგება კი შეუძლია ყველას!