Coca-Cola კვების ბაზარზე შედის

კომპანია Coca-Cola ფუნქციონალური კვების ბაზარზე შედის და ახალ ბრენდ BotanIQ-ს ქმნის. ამ ბრენდით ის სასმისები და საკვები „წვეთები“ გამოვა, რომლებიც სილამაზისა და ფიზიკური ბალანსის შენარჩუნებას ხელს უწყობს.

ეს “წვეთები“ ისეთ აქტიურ ნივთიერებებს შეიცავს, როგორიცაა კოლაგენის პეპტიდები, ჰიალურონის მჟავა, ინულინი, ვიტამინები, მცენარეული ექსტრაქტები. ყველა მათგანს ხილის ბაზისი აქვს, რაც საკვებს მსუბუქს და მისაღებს ხდის.

ბალანსირებული რაციონით კვების სეგმენტს Coca-Cola-ში პერსპექტიულად თვლიან. BotanIQ-ის მიზანია, დააკმაყოფილოს მზარდი მოთხოვნა და ამავდროულად, ჩაეწეროს თანამედროვე მოხმარების ტრენდში, რომელიც ჯანმრთელობის მიმართ გააზრებულ მიდგომას მოიცავს.

BotanIQ -ს ესპანეთში აწარმოებენ და ის ონლაინ იქნება ხელმისაწვდომი.

კოკა კვირკველია