მხოლოდ 30 აპრილამდე აპარტამენტები ბაკურიანში წინასწარი შენატანის გარეშე

„ტერასა რეზორთ ბაკურიანის“ შეთავაზება პრემიუმ კლასის აპარტამენტებზე 30 აპრილს სრულდება. შეთავაზების თანახმად, მშენებლობის დასრულებამდე მობინადრეებს ღირებულების მხოლოდ 40%-ის დაფარვა წინასწარი შენატანის გარეშე შეუძლიათ, დანარჩენ 60%-ს კი აპარტამენტების ჩაბარებისა და გაქირავების შემდეგ დაფარავენ.

„ტერასა რეზორთ ბაკურიანი“ მოიცავს სასტუმროს ტიპის აპარტამენტებს, რომელიც ძირითადად, საინვესტიციოდ გამოიყენება. პრემიუმ კლასის ბინები ბარდება სრული რემონტით, ავეჯითა და ტექნიკით, რაც მესაკუთრეებს დამატებით კომფორტს უქმნის.

terasaaaa-1618915140.jpg

აღსანიშნავია, რომ „ტერასა ჯგუფი“ მესაკუთრეებს სთავაზობს გაქირავების სერვისს, რომელიც მომსახურების სრულყოფილ პაკეტს მოიცავს: აპარტამენტის მოწყობა ინვენტარითა და ერთჯერადი საშუალებებით, მაღალი ხარისხის ფოტო/ვიდეო გადაღებები; კონტენტის განთავსება უცხოურ და ადგილობრივ პლატფორმებზე გაქირავების ხელშეწყობისთვის, კურორტზე ჩამოსულ ტურისტს დახვდება კონსიერჟი, რომელიც გადასცემს გასაღებს და აპარტამენტამდე მიაცილებს. ასევე, სერვისში შედის აპარტამენტების მუდმივი დასუფთავება.

ბოლო წლებში, მოთხოვნა იზრდება ისეთ კომპლექსებზე, რომელიც აპარტამენტს, რესტორანს, დახურულ აუზს, საბავშვო გასართობ სივრცესა და დასვენებისთვის საჭირო სხვა მომსახურებას აერთიანებს. „ტერასა რეზორთ ბაკურიანი“ კი სწორედ ასეთი კომპლექსია. გამწვანებული ზონა ჯამში 4 800 კვადრატული მეტრია, რომელიც საპიკნიკე და დასასვენებელ ტერიტორიებს მოიცავს. შესაბამისად, კომპლექსი აპარტამენტის მესაკუთრისთვის არამხოლოდ გონივრული ინვესტიციის, არამედ ყველა სეზონზე საუკეთესო დასვენებისთვის საჭირო პირობებს ქმნის.

„ტერასა რეზორთ ბაკურიანი“ კურორტის ყველაზე მწვანე, მრავალფუნქციური პროექტია, რომელიც 2023-2025 წლებში მასშტაბური სპორტული ღონისძიებისთვის დასრულებული იქნება და მრავალრიცხოვან უცხოელ და ადგილობრივ ვიზიტორებს მიიღებს. კომპლექსის მშენებლობა ამირანის პარკთან მიმდინარეობს.

terasa2-1618915218.jpg

ბაკურიანზე არსებული მოთხოვნისა და დაგეგმილი სპორტული ღონისძიების მასშტაბების გათვალისწინებით, აპარტამენტში ჩადებული ინვესტიციის უკუგების ვადა მხოლოდ რამდენიმე წელს შეადგენს. Booking.com-ის სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 3-4 წელში შესაძლებელია, დახარჯული თანხა უკან დაიბრუნოთ და მოგებაზე გახვიდეთ.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, „ტერასა ჯგუფს“ საკონტაქტო ინფორმაცია დაუტოვონ და კომპანიის წარმომადგენლები დამატებით დეტალებს პირადად გააცნობენ:

sheavseee-1618915281.jpg

(R)