საქართველოს ეროვნული ბანკი, ანალიტიკური კომუნიკაციის გაუმჯობესების მიზნით, "საფინანსო სექტორის მიმოხილვისა" და "მიმდინარე მაკროეკონომიკური მიმოხილვის" გამოქვეყნებას აგრძელებს.
საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობით, მათში დეტალურადაა მოცემული ფინანსური და მაკროეკონომიკური ინდიკატორების ტენდენციების შესახებ ინფორმაცია ანალიტიკური ცხრილებისა და დიაგრამების სახით.
მათივე ინფორმაციით, გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა. აპრილის თვის ანგარიშების ნახვა შესაძლებელია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე "კვლევებისა და გამოცემების" რუბრიკაში, მისამართზე - https://www.nbg.gov.ge/index.php?m=652&lng=geo