აშშ დამატებით 22 ათას სამუშაო ვიზას გასცემს

უახლოესი თვეების განმავლობაში აშშ მზადაა დამატებით 22 ათასი დროებითი სამუშაო ვიზა გასცეს. ამის შესახებ ქვეყნის შიდა უსაფრთხოების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია.

„შრომის ბაზარზე გაზრდილი მოთხოვნის შესაბამისად, შიდა უსაფრთხოების სამინისტრო სამუშაო ვიზების დამატებით 22 ათასით გაზრდაზე აცხადებს. საუბარია H-2B ტიპის ვიზაზე, რომელიც გაიცემა არასოფლის მეურნეობის სექტორში დასაქმებულებზე. დამატებითი ვიზები მომდევნო თვეების განმავლობაში გახდება ხელმისაწვდომი“, - ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, ამ ციფრიდან 6 ათასი დარეზერვებულია გვატემალას, ჰონდურასისა და სალვადორის მოქალაქეებისთვის.

კოკა კვირკველია