ახალი iPad Prо, iMac და AirTag-ი - Apple-მა ახალი პროდუქცია წარადგინა

კომპანიამ Apple სპეციალურ ღონისძიებაზე ახალი პროდუქცია წარადგინა, რომლის ნაწილს ინსაიდერები ელოდნენ, ნაწილის გამოჩენა კი სიურპრიზი აღმოჩნდა.

ახალი iPad Prо

ინსაიდერების უმეტესობა დარწმუნებული იყო, რომ კომპანია ამ ღონისძიებაზე წარმოადგენდა განახლებულ პლანშეტებს - 11-დიუმიან და 12,9 დიუიმიან ვერსიებს. მოწყობილობებმა მიიღო საკუთარი პროცესორი M1.

12,9-დიუიმიანი iPad Pro აღჭურვილია დისპლეით mini-LED, რომელიც მეტ სიკაშკაშეს და კონტრასტულობას უზრუნველყოფს. ეს არის Apple-ის პირველი ამ ტიპის მოწყობილობა. გაჯეტები გამოვა 2 ტბ მეხსიერებით. ექნებათ ულტრაფართო 12-მეგაპიქსელიანი კამერა 122 გრადუსი კუთხით. ახალი ფუნქცია Center Stage კი კადრში მოძრავ ადამიანებს უთვალთვალებს და აქედან გამომდინარე ცვლის ხედვის კუთხეს. მას ასევე აქვს USB-C პორტი Thunderbolt მხარდაჭერით და 5G მოდემი.

11-იანი iPad Pro-ს ფასი 799 დოლარია, ხოლო 12,9-იანის 1099 დოლარი. შეკვეთების მიღება იწყება 30 აპრილიდან, მიწოდება კი მაისის მეორე ნახევრიდან.

pppp1-1618985742.jpg

ახალი iMac M1-ით

ღონისძიებაზე კიდევ ერთი სიახლე, ეს იყო განახლებული iMac პროცესორით M1. ის უფრო თხელი და კომპაქტურია წინამორბედზე, თუმცა ორჯერ სწრაფად მუშაობს. მას აქვს 24-დიუიმიანი Retina 4К ეკრანი, ფრონტალური კამერა, რომელიც იღებს HD 1080 ფორმატში, გაუმჯობესებული დინამიკები, 4 USB-C პორტი, მათგან 2 Thunderbolt მხარდაჭერით, გაგრილების ახალი სისტემა და ინტერფეისის 7 შეფერილობა (ყვითელი, მარჯნის, წითელი, იასამნისფერი, მწვანე, ლურჯი და კლასიკური ვერცხლისფერი).

მასზე შეკვეთები იწყება 30 აპრილიდან, მიწოდება ასევე მაისის შუა რიცხვებიდან. უფროსი მოდელის ფასი 1499 დოლარია, ხოლო მეორესი 1299 დოლარი.

იასამნისფერი iPhone

იასამნისფერი iPhone 12 და iPhone 12 mini ინსაიდერებისთვის მოულოდნელი იყო. აქ სიახლე მხოლოდ ფერია, დანარჩენში ის აბსოლუტურად იმეორებს მოდელის ტექნიკურ მახასიათებლებს. მისი შეკვეთა 24 აპრილიდან შეიძლება, მიწოდება კი მაისის პირველი რიცხვებიდანვე მოხდება.

ppp-1618985711.jpg

ბურთულები AirTag

AirTag-ის ბურთულებს ბრენდის მოყვარულები 2019 წლიდან მოყოლებული ყველა ღონისძიებაზე ელოდა. ამ ჯერზე ინსაიდერები მართლები აღმოჩნდნენ და ისინი პრეზენტაციაზე წარმოადგინეს. AirTag — ეს პატარა მრგვალი ბურთულებია, რომლებიც Bluetooth-ით, ელემენტებითა და აქსელერატორებითაა არჭურვილი. მათი საშუალებით მუშაობა შესაძლებელია აპლიკაცია ლოკატორის მეშვეობით, მათი სინქრონიზება ასევე ხდება Apple-ის სხვადასხვა მოწყობილობებთან. ეს ტრეკერები გამოიყენება მაგალითად ბარგის წონის საკონტროლებლად, ნივთების მოსაძებნად და ა.შ. მისი ფასი 29 დოლარია. ოთხი ნაკრების კი 99 დოლარი.

Apple TV4K

მოწყობილობა Apple TV4K ეს არის ბრენდის სატელევიზიო მოწყობილობა, რომელიც განახლდა. მან მიიღო A12 Bionic პროცესორი, HDR-ის მხარდაჭერის გაუმჯობესება და ახალი პულტი. ის შტატებში 179 დოლარი ეღირება და გაყიდვაში მაისიდან ჩაეშვება.

tv-1618985765.jpg

კოკა კვირკველია