უნიკალური სერვისი თქვენი ბიზნესისთვის - რა მომსახურებას სთავაზობს იმპორტის პერსონალური მენეჯერი ქართულ ბიზნესებს

იმპორტის პერსონალური მენეჯერი – ქართული კომპანიებისთვის შექმნილი უნიკალური სერვისია, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესს აძლევს საშუალებას გლობალური ბაზრის ნებისმიერი ტიპის სერვისსა და პროდუქტზე ჰქონდეს წვდომა.

,,ჩვენი მიზანი იყო შეგვექმნა სერვისი, რომლის აუცილებელი საჭიროებაც დავინახეთ ქართული კომპანიებისთვის და სწორედ აქედან დაიბადა იმპორტის პერსონალური მენეჯერის სერვისის შექმნის იდეაც.

ჩვენ ძალიან მარტივი მესიჯბოქსი გვაქვს კომპანიებისთვის: “გვითხარით რა გჭირდებათ?” ამის შემდეგ ჩვენი გუნდი უზრულველყოფს სრულ პროცესს, მოთხოვნიდან სასურველ ლოკაციაზე მიტანამდე“- ამის შესახებ ,,ბიზნსესპრენიუსთან“ საქართველოში ,,იბეის“ ოფიციალური პარტნიორი კომპანია ,,იბიჯის“ აღმასრულებელმა მენეჯერმა განაცხადა.

შოთა წოწორიას თქმით, სერვისი საშუალებას აძლევს ბიზნესს დაზოგოს მნიშვნელოვანი დრო, რესურსი და მომსახურება მიიღოს დიდი გამოცდილებისა და კავშირების მქონე კომპანიისაგან. მისი თქმით, 2 თვის განმავლობაში უკვე 100-მდე კომპანიას მოემსახურნენ, რომლთაც საშუალოთ 1.8-ჯერ ისარგებლეს სერვისით.

dokumn-1618990769.jpg

,,იმპორტის პერსონალური მენეჯერის შექმნის იდეა ემსახურება იმას, რომ ქართულ კომპანიებს ჩვენ საშუალებას ვაძლევთ, ჰქონდეთ მარტივი წვდომა გლობალურ ბაზარზე არსებულ ნებისმიერ პროდუქტსა და სერვისზე ჩვენი მეშვეობით. ფაქტობრივად, ჩვენ კომპანიებს ვთავაზობთ, შესყიდვების სამსახურის “აუთსორს” სერვისს.

რა თქმა უნდა, ქართულ ბაზარზე არსებობენ სხვადასხვა ტიპის პროდუქციის იმპორტიორი წარმატებული კომპანიები, რომლებიც კონკრეტულ კატეგორიასა და სეგმენტებს ემსახურებიან. შემოაქვთ გარკვეული ტიპის პროდუქტები სხვდასხვა ქვეყნიდან, სხვადასხვა ბრენდისგან და ა.შ.

ფუნდამენტალური განსხვავება ისაა, რომ ჩვენს შემთხვევაში არ არის შეზღუდული არც სერვისის ტიპი, არც პროდუქციის კატეგორია, არც მწარმოებელი და არც რაოდენობა. ჩვენ ჩვენს პარტნიორებს ვეუბნებით, რომ თქვენ გეყოლებათ გამოცდილი იმპორტის მენეჯერი, რომელიც მაქსიმალურად იცავს თქვენი კომპანიის ინტერესებს, უზრუნველყოფს იმას, რომ წამოვიღოთ საუკეთესო შეთავაზება თქვენი ბიზნესისთვის და ეს მოგაწოდოთ მაქსიმალურად ეფექტურად და კომფორტულად.

საუბარია რამდენიმე ტიპის სერვისზე, რასაც იმპორტის პერსონალური მენეჯერი ახორციელებს: ვიღებთ მოთხოვნას, ვიძიებთ პროდუქციას გლობალურ ბაზარზე, ვაწარმოებთ მოლაპარაკებას მომწოდებელთან, ვზრუნვათ, რომ მისგან საუკეთესო შეთავაზება მივიღოთ. ვგულისხმობ იმას, რომ ფასთან და სერვისთან ერთად მნიშვნელოვანია საერთაშორისო გარანტია, რომელიც შეიძლება იყოს 3 თვიდან 2 წლამდე.

ასევე მინდა ხაზი გავუსვა ერთ-ერთ მნიშვნელოვან ასპექტს ასეთი ტიპის კომპანიებისათვის, ეს არის სხვადასხვა ტიპის პროცედურული დოკუმენტაციის მომზადება, რასაც ასევე ჩვენ უზრუნველვყოფთ და ვაწვდით კომპანიებს ჩვენ მიერ მომზადებულ დოკუმენტაციას“- აცხადებს წოწორია.

მისი თქმით, კომპანიები, რომლებიც ერთხელ სარგებლობენ მათი სერვისით ხდებიან მუდმივი მომხმარებლები და სწორედ ეს არწმუნებთ ბაზარზე სერვისის საჭიროებაში.

,,ასევე მნიშვნელოვანია, რომ ლოგისტიკის პროცესს სრულად უზრუნველვყოფთ. ამაში შედის პროცესის სრული ჯაჭვი. საზღვარგარეთიდან ჩამოსვლით დაწყებული საქართველოში სასურველ ლოკაციაზე ჩაბარებით დასრულებული. ეს ეხება საქართველოს მასშტაბით ყველა ადგილს, მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანას.

ჩვენი სერვისის მომხმარებელ კომპანიებს შორის უკვე არიან სამშენებლო სფეროს წარმომადგენლები, IT კომპანიები, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, ჰორეკას სექტორში მოღვაწე კომპანიები, წარმოება, სოფლის მეურნეობა და ბევრი სხვა.

2015 წლიდან მომხმარებელს შეეძლო მილიარდზე მეტი პროდუქტი ეპოვნა ქართულად ჩვენს პლატფორმაზე ebg.ge , რომლის შეძენაც მარტივი გადახდის მეთოდით ან სულაც განვადებით შეიძლება. ჩვენი გამოცდილებით დავაიდენტიფიცირეთ, რომ ეს საჭიროება ბიზნესსაც აქვს თუმცა სერვისი საჭიროებდა მოდიფიკაციას. სწორედ მათი ინტერესების გათვალისწინებით გაჩნდა იმპორტის პერსონალური მენეჯერი.

რაც დღემდე გავიარეთ ეს არ არის დიდი პერიოდი, მაგრამ მიუხედავად ამისა გვაქვს მოთხოვნის და ინტერესის საკმაოდ კარგი ტრენდი. ვრწმუნდებით, რომ ძალიან კარგი გადაწყვეტილება იყო ამ სერვისის შექმნა. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ დღეს განხორციელებული შეკვეთების შემდეგ, კომპანიები ისევ ბრუნდებიან ჩვენთან და ისევ სარგებლობენ ჩვენი მომსახურებით. სწორედ ეს არის ყველაზე კარგი ინდიკატორი იმისა, რომ სერვისმა გაამართლა. ჯერ კიდევ ვვითარდებით და ვაუმჯობესებთ სამუშაო პროცესს. გამოცდილებასთან ერთად, მეტად ვარგებთ ბაზრის მოთხოვნას“-თქვა წოწორიამ.

shid34-1618990837.jpg

კომპანიის აღმასრულებელი მენეჯერის თქმით, მათი სამომავლო გეგმაა, რომ შექმნან პლატფორმა, სადაც ბიზნესი თავად იპოვის თავისთვის იდეალურ შეთავაზებას ქართულად და შეეძლება, სხვადასხვა ტიპით ანგარიშსწორება, მათ შორის ლიზინგით ნივთის შეძენა.

,,ერთ-ერთი მთავარი, რატომაც ეს სერვისი საჭიროა არის ის, რომ მცირე და საშუალო ბიზნესებს არ აქვთ ფუფუნება ჰყავდეთ შესყიდვების დეპარტამენტების თანამშრომლები. აქ არ არის მხოლოდ ერთი მიმართულების კადრზე საუბარი, საჭიროა, როგორც იურიდიული მიმართულების ასევე შესყიდვების სპეციფიკის მცოდნე ადამიანი. ჩვენი გუნდი კი ამ სერვისს სრულად უზრუნველყოფს.

მნიშვნელოვანია დროითი რესურსის დანაზოგი. ასევე ჩვენი გლობალურ ბაზარზე კონტაქტების გამოცდილება, გარდა ამისა, ნივთის შეძენის შემდეგ, ადგილობრივ კომპანიებს სჭირდებოდათ ლოგისტიკური კომპანიების მოძებნა, რომელიც საზღვარგარეთ შეძენილ პროდუქციას მოაწვდიდა საქართველოში. ახლა კი ამ ყველა პროცესს აერთიანებს ერთი სერვისი, რომელსაც ჰქვია - იმპორტის პერსონალური მენეჯერი.

ჩვენ პირველ ეტაპზე MVP-ის (მინიმალური პრაქტიკული პროდუქტი) გამოცდის ნაწილში ჩვენ ჩავუშვით ერთი გვერდი - ebg.ge/b2b სადაც მომხმარებლებს და ბიზნესებს შეუძლიათ დაათვალიერონ ინფორმაცია ჩვენს შესახებ და უბრალოდ, მოითხოვონ ზარი. ეს არის იმ პლატფორმის მხოლოდ 10% რაც იგეგმება უახლოეს სამ თვეში. ამ ეტაპზე კი შეუძლიათ გვეკონტაქტონ იმეილით b2b@ebg.ge, (032)2 88 07 06 ან უბრალოდ ჩატის მეშვეობით.

bbbbb-1618990885.jpg

ქვეყანაში არ არის ბევრი ტიპის წარმოება, რომელიც ბიზნესებს დაეხმარება საკუთარი პროდუქციის და სერვისის განვითარებაში. ვფიქრობ, ამ მიმართულებით ჩვენს სერვისს აქვს ისეთივე პერსპექტივა, როგორიც თავის დროზე ჰქონდა ბუღალტერიის და აუდიტის და სხვა აუთსორს სერვისებს.

ჩვენი გრძელვადიანი გეგმაა, პლატფორმის შექმნა, სადაც ბიზნესი თავად იპოვის თავისთვის იდეალურ შეთავაზებას და პროდუქტს მშობლიურ ენაზე, როგორც ნაღდი ანგარიშსწორებით, ასევე ლიზინგით და ა.შ.

უახლოეს 3 თვეში კი ვგეგმავთ, ჩვენი პლატფორმის მნიშნელოვან ზრდას“, -ამბობს ,,იბიჯის“ აღმასრულებელი მენეჯერი შოთა წოწორია.

თამარ მუკბანიანი