მოქალაქის მიმართვის გარეშე ახალი ფასიანი პაკეტების ჩართვა აღარ მოხდება - ცვლილება კომუნიკაციების კომპანიებისთვის

მოქალაქის მიმართვის გარეშე ახალი ფასიანი პაკეტების ჩართვა აღარ მოხდება.

ამის შესახებ ინფორმაციას კომუნიკაციების ეროვნული კომისია ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნულ ცვლილებას გულისხმობს მომხმარებელთა უფლებების დაცვის გაუმჯობესების მიზნით მიღებული ახალი რეგლამენტი, რომელიც სხვა არაერთ საკითხსაც აწესრიგებს.

რაც შეეხება, დამატებითის ერვისების გააქტიურებას, რეგლამენტის თანახმად, კომპანია აბონენტს ახალ ფასიან პაკეტს მისი მიმართვის გარეშე ვეღარ გაუაქტიურებს.

„ერთ-ერთი პრობლემური საკითხი, რომელსაც ახალი რეგლამენტი გადაჭრის, მომხმარებლების თანხმობის გარეშე დამატებითი სერვისების გააქტიურებას ეხება. ბოლო პერიოდში აღნიშნული სერვისების თანხმობის გარეშე გააქტიურებას აბონენტების სერიოზული პროტესტი მოჰყვა, ცვლილებების შედეგად ვერცერთი კომპანია აბონენტს ახალ ფასიან პაკეტს მისი მიმართვის გარეშე ვერ გაუაქტიურებს,“-აღნიშნულია რეგლამენტში.

თაია არდოტელი