ბიზნესი პრემიერთან შეხვედრას ითხოვს

15-მდე ბიზნეს ასოციაცია ხვალ, ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავს.

როგორც, „ბიზნესპრესნიუსს“ აცნობეს, ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაა. ამასთან, ბიზნესი ითხოვს ე.წ. კომენდანტის საათის გაუქმებასაც.

გარდა ამისა, როგორც რამდენიმე დღის წინ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ „თბილისი ცენტრალის“ დირექტორი ლევან ყარალაშვილი აცხადებდა, ბიზნესასოციაციების მიმართვა მოიცავს ყველა დარგისთვის საჭირბოროტო საკითხებს. მისივე ცნობით, ეს საკითხები იქნება ბმაში - ტურისტული სექტორის აღდგენასთან, კომენდანტის საათთან, საშეღავათო პაკეტებთან და ა.შ.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, პრესკონფერენცია ხვალ, 11:30 ზე არის დაგეგმილი.

თაია არდოტელი