ვინ დააბანდებს ფულს ანაკლიაში

საფრანგეთი, ლუქსემბურგი, ბელგია, ისრაელი, იაპონია, ჩინეთი, თურქეთი, უკრაინა - ეს იმ ქვეყნების არასრული ჩამონათვალია, რომელთაც ანაკლიაში ფულის დაბანდება სურთ.

გავრცელებული ინფორმაციით, ეკონომიკის სამინისტროში სულ 12 კომპანიის განაცხადია შესული. სიაში მხოლოდ 2 ქართული კომპანიაა: სს ”ანაკლიის განვითარების კონსორციუმი” და შპს ”ანაკლია ინდუსტრიული ეკო პარკი და პორტი”, რომელმაც განაცხადი ჩინურ და ბრიტანულ ენერგოკომპანიებთან ერთად შეიტანა.

სიაშია ამერიკულ-არაბული კონსორციუმი, ასევე სხვადასხვა კომპანიები ბელგიიდან საფრანგეთიდან, ლუქსემბურგიდან. ინდივიდუალური განაცხადები ინდოეთიდან, ისრაელიდან და ჩინეთიდან. ასევე წარმოდგენილია შვიდი კომპანიის ერთობლივი განაცხადიც, სიაშია ორი იაპონური და ერთი უკრაინული კომპანიაც.

უახლოეს პერიოდში სახელმწიფო კომისია რამდენიმე საუკეთესო განაცხადს შეარჩევს. ანაკლიაში ახალი პორტის მშენებლობა 2015 წელს უნდა დაიწყოს.