მარტში ტურიზმიდან შემოსავლები 60%-ით შემცირდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მაკროეკონომიკური გარემოს მიმოხილვა გამოაქვეყნა.

დოკუმენტიდან ირკვევა, რომ 2021 წლის მარტში ქვეყანამ ტურიზმიდან 29,5 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, ეს მაჩვენებელი კი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 60%-ით ნაკლებია. თუმცა მარტში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები მიმდინარე წლის თებერვალთან შედარებით გაზრდილია, კერძოდ, თებერვალში საქართველომ ტურიზმიდან შემოსავლის სახით მხოლოდ და მხოლოდ 13,7 მლნ დოლარი მიიღო.

რასაკვირველია, ტურიზმიდან შემოსავლების შემცირება ქვეყანაში ნაკლები ტურისტის შემოსვლამ გამოიწვია. მაგალითად, მიმდინარე წლის მარტში საერთაშორისო ვიზიტების ოდენობა ქვეყანაში 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 73.4%-ით შემცირდა.

ნოდარ სირბილაძე