თამარ გაბუნიას ინფორმაციით, უქმე დღეებში მუშაობას ჯანდაცვის, ეკონომიკის და სოფლის მეურნეობის სექტორში არსებული სტრატეგიული მნიშვნელობის სამსახურები გააგრძელებენ

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას ინფორმაციით, უქმე დღეებში მუშაობას ჯანდაცვის, ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის სექტორში არსებული სტრატეგიული მნიშვნელობის სამსახურები გააგრძელებენ.

მისივე თქმით, უქმე დღეების გამოცხადებამდე დეტალები კიდევ დაზუსტდება და შესაძლოა დამატებითი განმარტებებიც გაკეთდეს.

,,ჩვენ ვაზუსტებთ იმ სეგმენტებს, რომლებიც აუცილებლად გააგრძელებენ მუშაობას, ეს გახლავთ ჯანდაცვაში გარკვეული სტრატეგიული მნიშვნელობის სამსახურები, ასევე სოფლის მეურნეობის სექტორში და ეკონომიკის სამინისტროს მიერ არის გადმოცემული სტრატეგიული ობიექტების სია. იგივე სია მოქმედებდა გასული რამდენიმე თვის წინ გამოცხადებული უქმეების პერიოდშიც. ეს არის სტრატეგიული მნიშნველობის ობიექტები, რომლებიც აუცილებლად გააგრძელებენ მუშაობას, დანარჩენს შეეხება უქმე დღეები, როგორც აქამდე იყო. დეტალები მანამდე კიდევ დაზუსტდება და შეიძლება დამატებითი განმარტებებიც გაკეთდეს“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.