ნოდარ ხადური: პროდუქტებზე ფასების მატება არ შეინიშნება

საქართველოს ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადებით, პროდუქტებზე ფასების მატება არ შეინიშნება, - ამის შესახებ ხადურმა ჟურნალისტებს იმპორტიორების ვარაუდის კომენტირებისას განუცხადა, რომლის მიხედვითაც ლარის კურსის ცვლილება ფასების ზრდას გამოიწვევდა.

მისი თქმით, ზოგიერთი მიმართულებით, მიუხედავად კურსის გაზრდისა, ფასები შემცირდა. "პროდუქტებზე ფასების მატება არ შეინიშნება. იმპორტიორებმა თქვეს, რომ თუ გაგრძელდება ლარის კურსის ცვალებადობა, ისინი არ გამორიცხავენ ფასების ზრდას. ზოგიერთი მიმართულებით, მიუხედავად კურსის გაზრდისა, ფასები შემცირდა", - განაცხადა ხადურმა.

მისივე თქმით, მსოფლიო ბაზარაზე არის აშკარა ტენდენცია, რომელიც გულისხმობს მნიშვნელოვან სასაქონლო ჯგუფებზე - ხორბალზე, ზეთზე, შაქარზე, ბენზინზე ფასების შემცირებას.