შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა უაქციზო თამბაქოს ნაწარმის შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოავლინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამმართველოს თანამშრომლებმა, ქალაქ თბილისში, ზუგდიდსა და ხობში განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, უაქციზო თამბაქოს ნაწარმის მართლსაწინააღმდეგო შენახვის და გადაზიდვის 14 ფაქტი (ჯამში 400 გრამი უაქციზო თუთუნი და 1 611 კოლოფი უაქციზო თამბაქოს ნაწარმი) გამოავლინეს.

მათი ინფორმაციით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს უაქციზო საქონელი ჩამოერთვათ.

„აღნიშნულ 14 ფაქტზე, სამართალდამრღვევი პირების მიმართ ადმ.ს.კ-ის 1552 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები, საქმეთა მასალები შედგა, სასამართლოს ქვემდებარეობის მიხედვით გადაეგზავნა“,-აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.