Bloomberg-ზე ერთი დოლარი 3.4450 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 3.4450 ლარად ივაჭრება.

პლატფორმაზე ვაჭრობა 3.4543 კურსით დაიწყო. ეროვნული ბანკის მიერ 21 აპრილს დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 3.4521 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 4.1442 ლარია.

საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ახალ ოფიციალურ კურსს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.