"აუცილებლად დავბრუნდები საქართველოში და იქ ვიცხოვრებ“ - ვინ არის ქართველი მილიარდერი ჯინსებითა და წითელი ბოტასებით

ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის შემ­დეგ, Forbes-ის მი­ლი­არ­დე­რე­ბის რე­ი­ტინ­გში, კი­დევ ერთი ქარ­თვე­ლი მოხ­ვდა. ახა­ლი მი­ლი­არ­დე­რი ყა­ზა­ხუ­რი ფინ­ტექ პლატ­ფორ­მის "კას­პის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, 45 წლის მი­ხე­ილ ლომ­თა­ძეა. ამ დრო­ის­თვის რე­ი­ტინ­გში ლომ­თა­ძე 826-ე პო­ზი­ცი­ა­ზეა და მისი ქო­ნე­ბა 3,7 მი­ლი­არდ დო­ლა­რად არის შე­ფა­სე­ბუ­ლი.

Kaspi ყა­ზა­ხე­თის უდი­დე­სი სა­ბან­კო-სა­გა­და­სახ­დო და ფინ­ტე­კუ­რი (ფი­ნან­სუ­რი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის) კომ­პა­ნი­აა. ოქ­ტომ­ბერ­ში მან ლონ­დო­ნის სა­ფონ­დო ბირ­ჟა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი IPO გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა.

ახალ­გაზ­რდა კაცი შავი პუ­ლო­ვე­რით, ჯინ­სე­ბი­თა და წი­თე­ლი ბო­ტა­სე­ბით

ყო­ვე­ლი ახა­ლი ინო­ვა­ცი­უ­რი სერ­ვი­სის წარ­დგე­ნი­სას, ტრა­დი­ცი­უ­ლად, შავ პუ­ლო­ვერ­ში, ჯინ­სებ­სა და წი­თელ ბო­ტა­სებ­ში გა­მო­წყო­ბი­ლი მი­ხე­ილ ლომ­თა­ძე ძი­რი­თა­დად მარ­ტო დგას სცე­ნა­ზე და დიდ ეკ­რან­ზე წარ­მოდ­გე­ნილ სი­ახ­ლე­ზე ქარ­თვე­ლის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ემო­ცი­უ­რო­ბით ლა­პა­რა­კობს, ისე, რომ აუ­დი­ტო­რი­ას ერ­თბა­შად იპყრობს. მისი პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბი ამ თვალ­საზ­რი­სით ძა­ლი­ან ჰგავს ახა­ლი პრო­დუქ­ტის სტივ ჯობ­სი­სე­ულ წარ­დგე­ნებს. ალ­ბათ, ამ და მისი სი­ახ­ლე­ე­ბი­სად­მი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლის გამო, მას ზოგ­ჯერ მე­დია "ახალ ჯობ­სა­დაც" მო­იხ­სე­ნი­ებს.

ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში ჰკი­თხეს, - შე­საძ­ლებ­ლო­ბა რომ გქონ­დეთ 25 წლის მი­ხე­ილ ლომ­თა­ძეს რას უსურ­ვებ­დი­თო? - რა­ზეც და­უ­ფიქ­რებ­ლად უპა­სუ­ხა: "სწო­რი ადა­მი­ა­ნე­ბის არ­ჩე­ვას..."

და იქვე გან­მარ­ტა:

"25 წლი­სა, ფაქ­ტობ­რი­ვად, არ ვფიქ­რობ­დი, უბ­რა­ლოდ, ინ­ტუ­ი­ცი­ით ვმოქ­მე­დებ­დი. დღეს კი სრუ­ლი­ად ზუს­ტად შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ სწო­რედ ადა­მი­ა­ნე­ბი შენს გარ­შე­მო წარ­მო­ად­გე­ნენ წარ­მა­ტე­ბის­თვის ყვე­ლა­ზე დიდ აქ­ტივს. 25 წლის მი­ხე­ილს კი ვურ­ჩევ­დი: ეცა­დე იყო იმ ადა­მი­ა­ნე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში, ვის­თან ერ­თა­დაც შე­საძ­ლე­ბე­ლია მი­უღ­წე­ვე­ლის მიღ­წე­ვა, ვი­საც შე­იძ­ლე­ბა და­ეყ­რდნო და ვი­საც გული სწორ ად­გი­ლას უძ­გერს..."

mikhail-outfit-42159-1619078688.jpg

ამ­ბობს, რომ მისი მთა­ვა­რი ამო­ცა­ნაა ყო­ველ­დღი­უ­რად შექ­მნას მო­მა­ვა­ლის კომ­პა­ნია... "თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის და სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის ეპო­ქა­ში ყო­ვე­ლი კლი­ენ­ტი უკვე გა­მო­დის უკუ­კავ­შირ­ზე. ის ამ კავ­შირს სთა­ვა­ზობს არა მხო­ლოდ ერთ კომ­პა­ნი­ას, არა­მედ ყვე­ლას, შე­სა­ბა­მი­სად, თუ მზად არ იქ­ნე­ბი ამის­თვის, კლი­ენტს და­კარ­გავ და შენი და­სას­რუ­ლიც ნელ-ნელა მო­ახ­ლოვ­დე­ბა", - ამ­ბობს ლომ­თა­ძე.

გზა წარ­მა­ტე­ბამ­დე

მი­ხე­ილ ლომ­თა­ძის გზა წარ­მა­ტე­ბამ­დე, რო­გორც თვი­თონ ამ­ბობს, უკი­დუ­რე­სად სა­ინ­ტე­რე­სო, თუმ­ცა რთუ­ლიც იყო...

მო­მა­ვა­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი 1975 წლის 17 ოქ­ტომ­ბერს ქა­ლაქ ბა­თუმ­ში, სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რის ოჯახ­ში და­ი­ბა­და. მამა, ნუგ­ზარ ლომ­თა­ძე 25 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში საბ­ჭო­თა კავ­ში­რის სამ­ხედ­რო სამ­სა­ხურ­ში იყო. ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში მი­ხე­ი­ლი ამ­ბობს, რომ ამის გამო მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით ხში­რად უწევ­დათ სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლის შეც­ვლა, ამი­ტო­მაც მის­თვის ახალ ად­გი­ლას ფე­ხის მო­კი­დე­ბა მოზ­რდი­ლო­ბი­სას უკვე აღარ იყო რთუ­ლი.

მა­მას სურ­და შვილს ტექ­ნი­კუ­რი გან­ხრით ეს­წავ­ლა, თუმ­ცა ალ­ბათ ვე­რას­დროს წარ­მო­იდ­გენ­და მის ასეთ დიდ წარ­მა­ტე­ბას.

ბიზ­ნეს­მენს ერთი და ჰყავს, რო­მე­ლიც მშობ­ლე­ბის მსგავ­სად, სა­ქარ­თვე­ლო­ში, უფრო ზუს­ტად კი ბა­თუმ­ში ცხოვ­რობს.

ლომ­თა­ძემ ბა­კა­ლავ­რის ხა­რის­ხი თბი­ლის­ში, სა­ქარ­თვე­ლოს მე­ნე­ჯმენ­ტის ევ­რო­პულ სკო­ლა­ში მი­ი­ღო, შემ­დეგ სწავ­ლა ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში გა­ნაგ­რძო და მსოფ­ლი­ო­ში რი­გით მე-3 უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, ჰარ­ვარ­დის ბიზ­ნეს სკო­ლა­ში ჩა­ი­რი­ცხა. 2002 წელს ლომ­თა­ძემ ჰარ­ვარ­დის მა­გის­ტრის MBA ხა­რის­ხი აიღო და დიდი გეგ­მე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს და­უბ­რუნ­და.

1995 წელს, ბიზ­ნეს­მენ­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში კომ­პა­ნია "ჯი-სი-სი აუ­დი­ტი" და­ა­ფუძნა და ხელ­მძღვა­ნე­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ი­კა­ვა. 2002 წელს, კომ­პა­ნია "ერსტ ენდ იან­გის" შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლი გახ­და. ამა­ვე წელს ლომ­თა­ძემ მუ­შა­ო­ბა რუ­სეთ­ში "ბე­ა­რინგ ვოს­ტოს კე­პი­ტალ პარ­ტერსში" და­ი­წყო და სა­ინ­ვეს­ტი­ციო პრო­ექ­ტე­ბის მე­ნე­ჯე­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა მი­ი­ღო, 2004 წელს ამ კომ­პა­ნი­ის პარტნი­ო­რიც გახ­და.

looo-1619078726.jpg

2003 წელს ბიზ­ნეს­მე­ნი რუ­სე­თის ლი­ზინ­გუ­რი კომ­პა­ნია, "ეუ­როპ­ლა­ნის" დი­რექ­ტორ­თა საბ­ჭოს წევ­რი იყო, მოგ­ვი­ა­ნე­ბით თავ­მჯდო­მა­რის ად­გი­ლი და­ი­კა­ვა და 2005 წლი­დან სა­ბან­კო პროგ­რა­მუ­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბის წამ­ყვა­ნი კომ­პა­ნი­ის "ფი­ნან­სუ­რი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ცენ­ტრის" დი­რექ­ტორ­თა საბ­ჭოს წევ­რო­ბაც შე­ი­თავ­სა. 2008 წლი­დან ლომ­თა­ძე ყა­ზა­ხუ­რი პლატ­ფორ­მის Kaspi-ს ხელ­მძღვა­ნე­ლი და აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი ხდე­ბა.

რას წარ­მო­ად­გენს Kaspi?

Kaspi-ს სერ­ვისს ყო­ველ­თვი­უ­რად ყა­ზა­ხე­თის 18-მი­ლი­ო­ნი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბი­დან, და­ახ­ლო­ე­ბით, 7.8 მი­ლი­ო­ნი იყე­ნებს. ლონ­დო­ნის სა­ფონ­დო ბირ­ჟის თა­ნახ­მად, Kaspi-ს სა­გა­დახ­დო სის­ტე­მა­ზე ყა­ზა­ხეთ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ტრან­ზაქ­ცი­ე­ბის 66% მო­დის, 33%-ს კი გლო­ბა­ლუ­რი ბრენ­დე­ბი Visa და Mastercard-ი ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან. იხილეთ გაგრძელება