ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, კერძო სექტორისთვის ვაქცინების შემოტანის გზა გაიხსნება მაშინ, როდესაც თვითონ მწარმოებლები დათანხმდებიან კერძო სექტორთან თანამშრომლობას. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.
„ჯერჯერობით, არც ერთი დიდი მწარმოებელი არ აცხადებს კერძო სექტორთან თანამშრომლობის მზაობას, რადგან მათი წარმოება ფარავს მხოლოდ სახელმწიფო შეკვეთებს. როცა გაიზრდება წარმოება, გაიხსნება გზაც კერძო სექტორისთვისაც, რათა მათ ვაქცინების დამატებით მობილიზება შეძლონ,"- განაცხადა გაბუნიამ.