საქართველოს ბანკი განათლების ხელშეწყობასა და ინოვაციურ, განვითარებაზე ორიენტირებული პროექტების მხარადჭერას განაგრძობს. ბანკის მხარდაჭერითა და „ინგლისურ ენაზე მოლაპარაკეთა კავშირის“ (ESU) ორგანიზებით 16-20 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს შორის საჯარო მეტყველების მორიგი კონკურსი გაიმართა. გამოვლინდა სამი გამარჯვებული. პირველი ადგილის მფლობელი ელენე ბასილაშვილი გახდა. მეორე და მესამე ადგილები კი მერიემ გუმუშმა და ელიზავეტა მეტრეველმა გადაინაწილეს.
წელს კონკურსში მონაწილეობა 40-მა ახალგაზრდამ მიიღო, საიდანაც 15 ნახევარფინალისტი და შემდეგ 8 ფინალისტი შეირჩა. საბოლოო ეტაპზე კი ჟიურიმ სამი გამარჯვებული შეარჩია. პანდემიის გამო კონკურსის გამარჯვებული საქართველოს ლონდონში ფინალურ ეტაპზე დისტანციურად წარადგენს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკის მხრიდან კონკურსის ჟიურის წევრად ამავე კონკურსის ძველი გამარჯვებული იყო წარმოდგენილი.
„განათლების მხარდაჭერა საქართველოს ბანკისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს და ამ მიმართულებით ბანკს არაერთი აქტივობა აქვს განხორციელებული. ბანკი, როგორც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ორგანიზაცია, აღნიშნულ კონკურსს მე-10-ე წელია უჭერს მხარს. მიგვაჩნია, რომ საჯარო მეტყველების კონკურსი ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება და ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო პროექტია, რომელიც ინგლისური ენის მხარდაჭერასა და პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. პროექტის ინგლისური ენის დახმარებით ახალგაზრდებში შესაძლებლობების გაზიარებას უწყობს ხელს. სიტყვით გამომსვლელებს აქვთ უნიკალური შანსი, არა მხოლოდ გააცნონ საკუთარი თავი მსოფლიოს, ასევე წარადგინონ საქართველო ლონდონში ფინალურ გამოსვლაზე. მოხარული ვართ, რომ წელსაც მოგვეცა შესაძლებლობა მხარი დაგვეჭირა ამ ნიჭიერი ახალგაზრდებისთვის“,- აცხადებენ საქართველოს ბანკში.
პროექტის შესახებ:
public speaking competition 1918 წელს დიდ ბრიტანეთში შეიქმნა, მის მთავარ მიზანს ინგლისური ენის პოპულარიზაცია წარმოადგენს, საქართველოში კი პროექტი 1998 წლიდან ხორციელდება. პროექტის ფინანსური მხარდაჭერა საქართველოს ბანკმა 2012 წლიდან დაიწყო ინგლისურ ენაზე მოლაპარაკეთა კავშირთან ერთად. მონაწილე ქვეყნების რაოდენობა 60-ს ითვლის. მონაწილეთა რიცხვი კი დღესდღეობით 40 000-ს აღემატება.
(R)