ინფლაციამ შესაძლოა, 9%-საც კი გადააჭარბოს - როგორია ,,თიბისი კაპიტალის“ პროგნოზი

,,ჩვენი პროგნოზით, ამ კურსით შეიძლება 9%-ზეც ავიდეს ინფლაცია თუ მეტზე არა, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია და ძალიან მაღალია იმის ალბათობაც, რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი კიდევ გაიზრდება“ - ამის შესახებ რადიო ,,პალიტრასა“ და ,,პალიტრანიუსის“ გადაცემაში ,,საქმე“ ,,თიბისი კაპიტალის“ მთავარმა ეკონომისტმა განაცხადა.

ოთარ ნადარაიას თქმით, ინფლაცია კურსის გაუფასურებისთვის შემაფერხებელი ფაქტორია.

,,თიბისი კაპიტალის“ მთავარი ანალიტიკოსი, ეკონომიკის ზრდის შესაძლო სცენარებზეც საუბრობს.

,,თუ ჩვენ გვექნა სრულმასშტაბიანი ჩაკეტვა 1,5-2 თვის განმავლობაში, ეს ეკონომიკის ზრდას 2021 წელს 0.5%-ით შეამცირებს. ჩვენ ბოლო პროგნოზი ერთი თვის უკან გვქონდა, რომ 4%-ით გაიზრდებოდა ეკონომიკა ჩაკეტვის გარეშე. თუმცა უნდა ვთქვა, რომ განსხვავებით სხვა პროგნოზებისაგან, გაგიკვირდებათ, მაგრამ ამ პროგნოზს ზრდის მიმართულებით გადავხედეთ. თუ ჩაკეტვის გარეშე გვქონდა 4%, დღეს 4.5-4.7% მაინც შეიძლება იყოს. ჩაკეტვით კი 4% იქნება 2021 წლის ეკონომიკური ზრდა“, - ამბობს ნადარაია.

თამარ მუკბანიანი