242,9 მლნ დოლარი და 14 პუნქტით გაუფასურებული ლარი - სებ-ის ინტერვენციების 4 თვის შედეგი

ბოლო 10 დღეში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსის დასტაბილურებისთვის 55,4 მლნ დოლარი გაყიდა, საერთო ჯამში კი წელს ინტერვენციებისთვის ქვეყნის მთავარმა ბანკმა 242,9 მლნ დოლარი დახარჯა.

მიუხედავად, 4 თვის განმავლობაში ამ მოცულობის რეზერვების გახარჯვისა, აუქციონის დაწყებიდან დღემდე ლარის კურსი დოლართან მიმართებით თითქმის 14 პუნქტით გაუფასურდა. კერძოდ, თუ 2021 წლის 6 იანვრისთვის დადგენილი კურსით ერთი დოლარი 3,3074 ლარი ღირდა, დღეს ლარი დოლართან მიმართებით 3,4462 ნიშნულზეა.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 20 000 000 დოლარი წელს პირველად - 6 იანვარს, მთლიანად კი 4 თვის განმავლობაში სებ-მა ბაზარს დოლარი უკვე 7-ჯერ მიაწოდა, ჯამში 242,9 მლნ დოლარი.

2021 წელს ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული სავალუტო აუქციონები:

  • 6 იანვარი - 40 000 000 დოლარი
  • 27 იანვარი - 40 000 000 დოლარი
  • 18 თებერვალი - 40 000 000 დოლარი
  • 22 მარტი - 40 000 000 დოლარი
  • 1 აპრილი - 27 500 000 დოლარი
  • 15 აპრილი - 25 400 000 დოლარი
  • 22 აპრლი - 30 000 000 დოლარი

ცნობისათვის, 2020 წელს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსის დასტაბილურებისთვის ბაზარს დოლარი 26-ჯერ მიაწოდა, ჯამში 873,222 მლნ დოლარი.