საბაჟო გამშვებ პუნქტ "ყაზბეგზე" ტვირთების გატარება შეფერხებით მიმდინარეობს

საბაჟო გამშვებ პუნქტზე "ყაზბეგი" ტვირთების გატარება შეფერხებით მიმდინარეობს, - ამის შესახებ შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი განმარტავს, რომ შეფერხების მიზეზი რუსეთის ფედერაციის მხრიდან წარმოქმნილი პრობლემაა, რის შედეგადაც ნეიტრალურ ტერიტორიაზე დიდი რაოდენობით ავტომანქანამ მოიყარა თავი. "შესაბამისად, საქართველოს მხარე ტვირთების გატარების ჩვეულებრივ რეჟიმს მას შემდეგ დაუბრუნდება, რაც ნეიტრალური ტერიტორიიდან ავტომანქანების გასვლა გახდება შესაძლებელი",- აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.