Bloomberg-ზე ერთი დოლარი 3.4489 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 3.4489 ლარად ივაჭრება.

პლატფორმაზე ვაჭრობა 3.4490 კურსით დაიწყო. ეროვნული ბანკის მიერ 22 აპრილს დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 3.4462 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 4.1530 ლარია.

საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ახალ ოფიციალურ კურსს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.