სახელმწიფომ 2021 წელს 109 ქონება გაყიდა - რომელი ობიექტები გასხვისდა ყველაზე ძვირად

პროგრამის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ 2021 წლის პირველ აუქციონებზე სულ 109 ქონება გაიყიდა.

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ობიექტების საწყისი ფასი 43,798 მლნ ლარი იყო, აუქციონის შედეგად კი ქონებები 60,575 მლნ ლარად გაიყიდა.

ყველაზე ძვირად - 5 251 000 ლარად გაიყიდა მცხეთაში, მუხათწყაროს მიმდებარედ არსებული ქონება, ყველაზე იაფად - 3 900 ლარად კი ადიგენში, სოფელ ჩორჩნაში არსებული ქონება.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ 10 სახელმწიფო ქონებას, რომელიც ყველაზე ძვირად გაიყიდა:

  • მცხეთა, მუხათწყარო, მიმდებარე ტერიტორია - 5 251 000 ლარი
  • თბილისი, გაგარინის 24 ნომერში არსებული ქონება - 3 545 000 ლარი
  • თბილისი, კრწანისის სამთავრობო რეზიდენციის ტერიტორია - 3 385 000 ლარი
  • ქუთაისში გუგუნავა ქუჩა N1 არსებული ქონება - 3 047 000 ლარი
  • ყვარელში არსებული ქონება - 3 005 000 ლარი
  • თბილისი, დაბა კოჯორი, ზაქარია ბაქრაძის ქუჩაზე არსებული ქონება - 2 504 000 ლარი
  • თბილისი, ავჭალის გზატკეცილზე არსებული ქონება - 2 480 000 ლარი
  • თბილისი, გიორგი ათონელის ქუჩაზე არსებული ქონება - 2 290 000 ლარი
  • სოფელი კიკეთი, 300 არაგველის ქუჩაზე არსებული ქონება - 2 204 000 ლარი
  • თბილისი, ჭირნახულის ქუჩაზე არსებული ქონება - 1 825 000