სოსო ფხაკაძე - ლარის გაცვლითი კურსი ბიზნესისთვის მთავარი პრობლემაა

"საქართველოს ბიზნეს ასოციაციის" ხელმძღვანელის, სოსო ფხაკაძის განცხადებით, ლარის გაცვლითი კურსი ბიზნესისთვის მთავარი პრობლემაა.

როგორც სოსო ფხაკაძე განმარტავს, ეს დასტურდება ნებისმიერ კვლევაში, რომელსაც „საქართველოს ბიზნეს ასოციაცია“ ატარებს.

„ლარის გაცვლითი კურსი და მის ირგვლივ განვითარებული პროცესები უკანასკნელ წლებში, მთავარი პრობლემაა ბიზნესისთვის. ეს დასტურება ნებისმიერ კვლევაში, რომელსაც საქართველოს ბიზნეს ასოციაცია აკეთებს. ვფიქრობ, კვლევაც არ სჭირდება, რომ გაიგო ზუსტად, რაოდენ ნეგატიურ ასახვას ახდენს ლარის დევალვაცია, მისი პერმანენტული გაუფასურება. ჩვენ ძალიან კონსტრუქციულად და პროფესიულად ვმუშაობთ შესაბამის ორგანოებთან, უწყებებთან და ერთად ვეძებთ გამოსავალს. რასაკვირველია, არის გზები, რომლებიც ვფიქრობთ, უნდა გადაიდგას და სწორედ ამ კონსტრუქციულ რეჟიმში, სწორი მუშაობის შედეგად რაღაც გამოსავალს ვიპოვით“,- განაცხადა სოსო ფხაკაძემ.