საქართველოში ანტიკვარული ნივთების იმპორტი იზრდება - სად ვყიდულობთ ანტიკვარიატს

2021 წლის იანვარ-მარტში საქართველოში 100 წელზე მეტი ხნის ანტიკვარიატის იმპორტმა 143,8 ათასი დოლარი შეადგინა, ეს მაშინ, როდესაც 2019 წელს მთლიანად 144,3 ათასი დოლარის ანტიკვარიატი ვიყიდეთ. 2020 წელს კი ანტიკვარული ნივთების იმპორტი საერთოდ არ განხორციელებულა.

აღსანიშნავია, რომ 100 წელზე მეტი ხნის ნივთების იმპორტის მაჩვენებელი ყველაზე დიდი 2012 წელს იყო, მაშინ ქვეყანაში 482,8 ათასი დოლარის ღირებულების ანტიკვარიატი შემოვიდა. 2013-2014 წლებში ეს მაჩვენებელი 22,8 ათასი და 73,2 ათას დოლარამდე შემცირდა, მომდევნო 3 წლის განმავლობაში იმპორტი არ განხორციელებულა, 2018-ში კი მხოლოდ 3,8 ათასი დოლარის ღირებულების ანტიკვარიატი ვიყიდეთ.

2021 წლის იანვარ-მარტში ანტიკვარიატი მხოლოდ საფრანგეთიდან შემოვიდა. 2019 წელს გაერთიანებული სამეფოდან (5,8 ათასი დოლარის) და აშშ-დან (138,5 ათასი დოლარის). პიკურ 2012 წელს კი 100 წელზე მეტი ხნის ანტიკვარული ნივთები საქართველომ მთლიანად გაერთიანებულ სამეფოში იყიდა.