„ჯორჯიან მანგანეზი“ ჭიათურაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

„ჯორჯიან მანგანეზი“ ჭიათურაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ ეხმიანება ჭიათურაში შექმნილ მოვლენებს და უპირველეს ყოვლისა სურს აღნიშნოს, რომ უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში კომპანიამ გაატარა არაერთი ღონისძიება და გასწია მნიშვნელოვანი დანახარჯები, რომლებიც მიზნად ისახავდა, როგორც სახელმწიფოს მიერ დადგენილ რეგულაციებთან შესაბამისობას, ასევე დასაქმებულებისა და სამუშაო ადგილების შენარჩუნებას.

მიუხედავად ამისა, მიმდინარე გლობალური და ლოკალური გამოწვევები მაინც განსაკუთრებული სიმწვავით აისახება შრომის ბაზარზე. კერძოდ, თითქმის ყველა მიმართულებთ შეინიშნება სამუშაო ძალის მასობრივი შემცირების ტენდენცია, დასაქმების ადგილების კლებისა და არსებული ადგილების შენახვის ხარჯების ზრდის გათვალისწინებით.

გაცნობებთ, რომ კომპანიის ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია ზრუნვა მისი საოპერაციო მიმართულებების შეუფერხებელ ფუნქციონირებაზე, მათ შორის დასაქმებულებთან არსებული შრომითი და მისი თანმდევი ურთიერთობების სწორი დაგეგმვა და მართვა. ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე კომპანიის მიერ მუშაობა ანაზღაურების შესაძლო მატებაზე ჯერ კიდევ ახალი წლიდან მიმდინარეობს. ამას მოწმობს, ე.წ. ვახტურ რეჟიმზე მომუშავე ხელმძღვანელობით პირებთან გამართული არაერთი შეხვედრა და განხილვა. უფრო მეტიც, პროფკავშირებისგან 2021 წლის 01 აპრილის წერილის საპასუხოდ კომპანიას უკვე შემუშავებული ჰქონდა რამდენიმე შესაძლო გადაწყვეტა. აღნიშნულის განხილვა სწორედ შეთანხმების პროცედურების ფარგლებში მოხდა. მიუხედავად ამისა, მეორე მხარის განწყობის გათვალისწინებით მოლაპარაკებები ფაქტიურად ჩიხში მოქცევის პირასაა.

კომპანია ორიენტირებულია დავის მოლაპარაკების რეჟიმში დასრულებასა და კონსესუსის მიღწევაზე. კომპანია ნომერ პირველ პრიორიტეტად განსაზღრავს რა მის დასაქმებულებს, აქტიური კომუნიკაცია გვქონდა პროფკავშირებთან. შედგა არაერთი შეხვედრა. თუმცა პროფკავშირების მხრიდან იყო არაკონსტრუქციული და არაადეკვატურად მაღალი მოთხოვნები. მიუხედავად ამისა, მივიღეთ შემდეგი გადაწყვეტილება: ჩვენი შეთავაზებაა თითოეული მაღაროელის და მუშა-მოსამსახურის ანაზღაურების 250 ლარით მატება, რისი ფინანსური რესურსის მობილიზებას კომპანია და მასთან დაკავშირებული სხვა ორგანიზაციები მოახდენენ მოქმედი და დაგეგმილი არაპროფილური აქტივობებისა თუ სოციალური პროექტების შეჩერების ხარჯზე, რომელიც ხორციელდებოდა სხვადასხვა ბენეფიციარის სასარგებლოდ.

ხაზგასასმელია, რომ აღნიშნულ შეთავაზებას კომპანია აფასებს, როგორც ანაზღაურების ერთიანად მატების უპრეცედენტო შემთხვევას, რომელზეც კომპანია პროფკავშირების აქტიური ჩართულობითა და მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის გათვალისწინებით მიდის.

აქვე, კომპანიის საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე მიმდინარე პროცესში მონაწილე თითოეულ პირს მოვუწოდებთ, რომ იმოქმედონ კანონისა და საქმიანობის სპეციფიკით განსაზღვრულ ჩარჩოებში",- ნათქვამია განცხადებაში