ქვეყნები და საფინანსო ინსტიტუტები, ვისი ვალიც აქვს საქართველოს

მარტში საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 104, 881 მლნ დოლარით შემცირდა და 7,720 მლრდ დოლარი შეადგინა.

წლიურ ჭრილში კი საგარეო ვალდებულებები 2,032 მლრდ დოლარით არის გაზრდილი. 2020 წლის მარტში სახელმწიფოს საგარეო ვალის მოცულობა 5,688 მლრდ დოლარს შეადგენდა.

2021 წლის მარტის მონაცემებით, სახელმწიფო ვალიდან მთავრობის საგარეო ვალდებულებები შეადგენდა 7,353 მლრდ დოლარს, ეროვნული ბანკის კი - 367 მლნ დოლარს.

ცნობისთვის, ქვეყანას საერთაშორისო ინსტიტუტების, ორმხრივი კრედიტორი სახელმწიფოები და სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გაყიდვიდან მიღებული ვალდებულებები აქვს. საქართველოს სახელმწიფოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან: აზიის განვითარების ბანკი (ADB); მსოფლიო ბანკის განვითარების საერთაშორისო ასოციაცია (IDA) და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD). კერძოდ, IDA-ს მიმართ ვალი 886,577 მლნ დოლარია; IBRD-ის მიმართ სახელმწიფოს საგარეო ვალი 1,144 მლრდ დოლარს, აზიის განვითარების ბანკის (ADB)-ის მიმართ კი - 1,730 მლრდ დოლარს აჭარბებს.

რაც შეეხება სახელმწიფოს მევალე სხვა საფინანსო ინსტიტუტებს, ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

  • აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB) – 170,351 მლნ დოლარი;
  • ევროსაბჭოს განვითარების ბანკი (CEB) – 3,160 მლნ დოლარი;
  • ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) – 203,977 მლნ დოლარი;
  • ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) – 740,388 მლნ დოლარი;
  • ევროგაერთიანება (EU) – 156,101 მლნ დოლარი;
  • სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი (IFAD) – 35,262 მლნ დოლარი;
  • საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) – 208,329 მლნ დოლარი;
  • სკანდინავიური გარემოსდაცვის საფინანსო კორპორაცია (NEFCO) – 2,329 მლნ დოლარი.

რაც შეეხება ქვეყნებს, ორმხრივი კრედიტორი ქვეყნებიდან გერმანია ლიდერობს, რომლის მიმართაც საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 31 მარტის მდგომარეობით, 2,392 მლრდ ლარი იყო, მას მოსდევს საფრანგეთი - 1,891 მლრდ ლარით; მე-3 პოზიციაზე კი იაპონიაა - 689,393 მლნ ლარით. სხვა ქვეყნების მიმართ კი სახელმწიფო საგარეო ვალის სტატისტიკა ასეთია:

  • სომხეთი - 17,400 მლნ ლარი;
  • აზერბაიჯანი - 17,244 მლნ ლარი;
  • ავსტრია - 62,585 მლნ ლარი;
  • ჩინეთი - 3,118 მლნ ლარი;
  • ირანი - 12,949 მლნ ლარი;
  • ყაზახეთი - 26,287 მლნ ლარი;
  • კუვეიტი - 30,661 მლნ ლარი;
  • ნიდერლანდები - 1,243 მლნ ლარი;
  • რუსეთი - 127,834 მლნ ლარი;
  • თურქეთი - 33,319 მლნ ლარი;
  • თურქმენეთი - 720 ათასი ლარი;
  • უკრაინა - 161 ათასი ლარი;
  • ამერიკა - 51,627 მლნ ლარი;
  • უზბეკეთი - 176 ათასი ლარი.
თაია არდოტელი