Amazon ლონდონში პირველ სილამაზის სალონს გახსნის

Amazon ლონდონში სილამაზის პირველ სალონს გახსნის, სადაც კლიენტებს უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით მოემსახურებიან.

შეგეძლებათ წინასწარ აირჩიოთ თმის ფერი და ვარცხნილობა დამატებითი პროგრამის მქონე აპლიკაციით.

“სპეციალური პროგრამით შესაძლებელი იქნება წინასწარ ვარცხნილობის შერჩევა “რეალობის ტექნოლოგიის“ გამოყენებით“, - წერია სალონის წინასწარ ანგარიშში. ასევე მომხმარებელს ექნება საშუალება ადგილზე თავის მოვლის პროდუქცია შეარჩიოს, QR კოდი დაასკანიროს და Amazon შერჩეულ პროდუქციას სახლში მიუტანს.

სალონი თავდაპირველად მხოლოდ თანამშრომლებისთვის იქნება ღია.

”ეს იქნება ექსპერიმენტული პლატფორმა. ჯერჯერობით ამაზონის სხვა შოურუმების გახსნას არ ვგეგმავთ”, - ნათქვამია ანგარიშში.

მომხმარებელს საშუალება ექნება უფასოდ მიიღოს სამედიცინო ნიღბები და დამატენიანებელი საშუალებები.

თეონა რამაზაშვილი