საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ამ დროისთვის 36 056 ადამიანს ჩაუტარდა

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ამ დროისთვის 36 056 ადამიანს ჩაუტარდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

როგორც ცენტრში განმარტავენ, აცრისთვის ჯავშნის გაკეთება შესაძლებელია booking.moh.gov.ge-ზე ან დარეკეთ ნომერზე 1522.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი 15 მარტიდან დაიწყო.