მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი - 893 000 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვმა 147 მილიონს გადააჭარბა, - შესაბამის მონაცემებს პლატფორმა worldometers-ი აქვეყნებს.

ამავე სტატისტიკის თანახმად, მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კოვიდ 19-ით 3.11 მილიონზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 124.7 მილიონს აჭარბებს.

ამ დროისთვის მსოფლიოში კოვიდ 19-ით ინფიცირების აქტიური შემთხვევების რაოდენობა 19 მილიონს აჭარბებს. კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-ში დადასტურდა, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, მესამეს - ბრაზილია, მეოთხეს - საფრანგეთი, მეხუთეზე კი - რუსეთია.