გერმანული ავტომწარმოებელი კომპანია Volkswagen აფრთხილებს თანამშრომლებს, რომ მიმდინარე წლის მეორე კვარტალში მისი ავტოწარმოება პირველ კვარტალთან შედარებით მნიშვნელოვნად შემცირდება. ამის მიზეზი კი მიკროჩიპების გლობალურ ბაზარზე წარმოქმნილი დეფიციტია.
როგორც Financial Times წერს, აღნიშნული პროგნოზი კომპანიის შემოსავლებს მნიშვნელოვნად დაარტყამს, ეს მაშინ როცა კომპანიაში 2021 წლის პირველ კვარტალში მიკროჩიპების წარმოების სიმწირის გამო 100 ათასი ნაკლები ავტომობილი აწარმოეს. შესაბამისად, გამოდის, რომ ფინანსური თვალსაზრისით მეორე კვარტალი ავტოგიგანტისთვის კიდევ უფრო მძიმე იქნება.
როგორც გაზეთი წერს, აღნიშნული პრობლემის წინაშე დგას მთელი რიგი ავტომწარმოებლებისა და მათ უკვე მიიღეს მნიშვნელოვანი ფინანსური დანაკარგები მხოლოდ ამ მიზეზით. ანალიტიკოსების პროგნოზით, მიკროჩიპების დეფიციტი ავტომწამროებლებს ჯამურად მილიარდობით დოლარს დააკარგვინებს.
როგორც ცნობილია, ოთხშაბათს ასევე მიკროჩიპების დეფიციტის გამო, წარმოების მოცულობის შემირების შესახებ გამოაცხადა ავტოკონცერნმა Daimler-მა, რომელმაც მის ორ ქარხანაში თანამშრომლები არასრულ სამუშაო განაკვეთზე გადაიყვანა. საუბარია რაშტატისა და ბრემენის ქარხნებზე, სადაც 12 და 6,5 ათასი ადამიანია დასაქმებული. წლის დასაწყისში კი ანალოგიური პრობლემის გამო ამ რეჟიმში გადავიდნენ უნგრეთის ქარხნის მუშები.