შვეიცარიის დაბალი გადასახადების 2 რეგიონში ყოველი მე-8 მცხოვრები მილიონერია

შვეიცარიის ორ კანტონაში, შვიცსა და ცუგიში ყოველი მე-8 მცხოვრები მილიონერია. ამის შესახებ ადგილობრივი გაზეთი SonntagsBlick წერს, რომელმაც კვირას სახელმწიფო სტატისტიკის მონაცემები გამოაქვეყნა. ანგარიში ქვეყნის სიმდიდრისა და გადასახადების საკითხს უკვაშირდებოდა.

შვიცი და ცუგი შვეიცარიის ცენტრალური ნაწილის კანტონებია. ციურიხისა და ჟენევის მსგავსი მსხვილი და მჭიდროდ დასახლებული კანტონებისგან განსხვავებით, შვიცი და ცუგი ლიბერალური საგადასახადო კანონმდებლობით გამოირჩევა. ამ კანტონებში დაბალი გადასახადებია.

ლუცერნის უნივერსიტეტის პოლიტიკური ეკონომიკის პროფესორი კრისტოფ შალტეგერი აცხადებს, რომ შვიცისა და ცუგის მაგალითი კანტონებს შორის საგადასახადო კონკურენციაზე მიუთითებს, რაც დადებითი მოვლენაა.

„ეს შორეულ და სტრუქტურულად სუსტ რეგიონებს, მიმზიდველი ურბანული ცენტრების წინაშე, თავის წარმოჩენის საშუალებას აძლევს,“ - აცხადებს პროფესორი შალტეგერი.

სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2017 წელს გადასახადის 1000 გადამხდელს შორის 62 მილიონერი იყო. შედარებისთვის მოყვანილია 1969 წელი, როცა ამავე რაოდენობის 1000 გადამხდელში სულ 11 მილიონერი ირიცხებოდა. დღეის მონაცემებით, ცუგის მუნიციპალიტეტ ბაარში მოგების გადასახადი 100 ათას შვეიცარულ ფრანკზე (109 450 აშშ დოლარზე) 7,5%-ია მაშინ, როცა ჟენევის გადამხდელებისთვის იმავე შენატანზე, თითქმის, 16%-ია დაწესებული.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ