ბათუმის პორტიდან საახალწლოდ საკრუიზო ლაინერი გავა

ბათუმის პორტიდან საახალწლოდ ბათუმი-სოჭი-სტამბულის მიმართულებით საკრუიზო ლაინერი გავა.

საკრუიზო გემ Isabella 1-ის 100 მგზავრს საშუალება ექნება, ნახოს გასართობი შოუ-პროგრამები. ხომალდზე იქნება კაზინო, კაფე-ბარები, რესტორნები, საკონცერტო დარბაზი და "დუტი ფრის" მაღაზია.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ეს იქნება უვიზო რეჟიმით ორგანიზებული საახალწლო კრუიზები, რომლის ფარგლებშიც მოგზაურებს ერთდღიანი გაჩერების საშუალება მიეცემათ სოჭში. პირველი საახალწლო მგზავრობა 24 დეკემბრისთვის იგეგმება. ლაინერი ბათუმი-სოჭი-სტამბულის რეისს 2015 წლის 18 იანვარს დაასრულებს.

ამასთან, ბათუმის პორტში ლაინერზე დღეს გამართულ მიღებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე და მინისტრთა კაბინეტის წევრები, ასევე, უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლობა, დიპლომატიური კორპუსი და სხა ოფიციალური პირები დაესწრნენ.