სად ღირს ბინები ყველაზე ძვირი და იაფი თბილისში - „საქსტატმა“ უძრავი ქონების ფასების გამოქვეყნება დაიწყო

2021 წლის 1-ელ კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი 2%-ით გაიზარდა.

ინდექსის წლიურმა ზრდამ კი 13.6% შეადგინა.

კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის 1-ელ კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით, ბინების სეგმენტში ფასები 1.8%-ით, კერძო სახლების სეგმენტში კი - 2.6%-ით არის გაზრდილი. რაც შეეხება წლიურ ჭრილს, წინა წლის 1-ელ კვარტალთან შედარებით ბინების ფასები საშუალოდ - 12%-ით, ხოლო კერძო სახლების - 18,3%-ით არის მომატებული.

„საქსტატს“ ასევე გამოქვეყნებული აქვს ინფორმაცია თუ როგორია თბილისის უბნების მიხედვით, ბინების 1 კვ. მეტრის საშუალო ფასი.

  • მთაწმინდა - 4 236 ლარი;
  • ვაკე - 3 774 ლარი;
  • საბურთალო - 3 236 ლარი;
  • ჩუღურეთი - 3 211 ლარი;
  • კრწანისი - 3 000 ლარი;
  • დიდუბე - 2 929 ლარი;
  • ნაძალადევი - 2 571 ლარი;
  • ისანი - 2 529 ლარი;
  • გლდანი - 2 490 ლარი;
  • სამგორი - 2 359 ლარი.
თაია არდოტელი