სად შეგიძლიათ, შეიძინოთ ორიგინალი?! GoOutlet.ge - ახალი ქართული აუთლეთ სივრცე

ყოველდღიურად ვხვდებით მსოფლიო ბრენდების გამორჩეულ პროდუქტებს, საყვარელი ბრენდების კოლექციებს, თვალისმომჭრელ რეკლამებს და გვინდა, რომ ჩვენც, ქართველ მომხმარებელს ხელი მიგვიწვდებოდეს ისეთ ბრენდებზე როგორიცაა: Adidas, Asics, Nike, Rolex, Cartier და კიდევ ბევრი.

სულ ცოტა ხნის წინ ქართული ელექტრონული კომერციის ბაზარზე გამოჩნდა GoOutlet.ge, რომელიც გვთავაზობს მსოფლიო ბრენდების ოფიციალურ აუთლეთ მაღაზიებს ერთ სივრცეში.

რა არის GoOutlet.ge და რას სთავაზობს ის მომხმარებელს? ამის შესახებ ჩვენ GoOutlet.ge-ის და ebg.ge -ს აღმასრულებელ დირექტორს შოთა წოწორიას ვესაუბრეთ.

“ჩვენც დავისახეთ მიზნად, რომ მომხმარებლის საჭიროებებზე და ინტერესებზე უნდა მოგვერგო ახალი პროექტი, დავსვით კითხვები - ვის ან რას ენდობა მომხმარებელი, რა ფაქტორები თამაშობს გადამწყვეტ როლს გადაწყვეტილების მიღების დროს და პასუხი საკმაოდ ცალსახა იყო - ხარისხს, ბრენდს, სიმარტივეს.

შესაბამისად ვიცოდით, რომ მომხმარებლისთვის რაღაც მარტივი და ხარისხიანი უნდა შეგვეთავაზებინა, და თან ისეთი, როგორსაც სხვა ვერავინ სთავაზობს და ამავდროულად ძალიან დიდი მოთხოვნაა. შევქმენით სივრცე მსოფლიო ბრენდების აუთლეთ მაღაზიებისთვის.

პირველ რიგში, იბეისთან პარტნიორობის ფარგლებში ჩვენ შევძელით ის, რომ 100 ზე მეტი ტოპ ბრენდის ოფიციალური აუთლეთ პროდუქცია შეგვეთავაზებინა.

რა ბრენდებს სთავაზობს მომხმარებელს GoOutlet.ge?

ძალიან ვამაყობთ იმით, რომ ჩვენს ვებ-გვერდზე შეგიძლიათ შეიძინოთ მსოფლიოს შემდეგი რჩეული ბრენდები კატეგორიების მიხედვით:

  • ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და აქსესუარები: Adidas, Reebok, New Balance, Puma, Superdry, Champion, Asics, Hanes…
  • კომპიუტერული ტექნიკა: Acer, Dell, HP, Lenovo, Microsoft, Razer, Google, Verizon…
  • ყურსასმენები და აქსესუარები: Bose, JBL, Skullcandy, HyperX…
  • საიუველირო პროდუქცია და მაჯის საათები: Rolex, Breitling, Cartier, Omega, Panerai, Jewelry.com, Levian, Pompeii…
  • სამუშაო ხელსაწყოები: Dewalt, Makita, Philips, Sun Joe, Worx…
  • სპორტული ინვენტარი: Muzino, Callaway Golf…
  • და არაერთი სხვა.

ყველა ეს ბრენდი თავად არის გამყიდველი, თავად მართავს პროდუქციას და თავად უზრუნველყოფს სერვისს.

მნიშვნელოვანია ის, რომ ყველა პროდუქტი უკვე ფასდაკლებულია და შეგიძლიათ მათზე 20-80%-მდე ფასდაკლებით ისარგებლოთ.

რა უნდა გააკეთოს მომხმარებელმა, რომ პროდუქტი შეიძინოს?

რა თქმა უნდა, უნდა გვეწვიოს ვებ-გვერდზე GoOutlet.ge და გაიაროს მარტივი რეგისტრაცია ტელეფონის ნომრით, შეარჩიოს საყვარელი ბრენდის სასურველი პროდუქცია და დააჭიროს ღილაკს ყიდვა. ან შეუძლია, ისარგებლოს 5 ბანკის ონლაინ განვადებით. ბუნებრივია, ყიდვის დროს უნდა მიუთითოს სასურველი მისამართი, სადაც სურს, მიიღოს ნივთი.

branddd-1619426793.png

რამდენად მარტივია ყიდვის და გადახდის პროცესი?

ჩვენი გუნდი მომხმარებელს სთავაზობს მარტივ პლატფორმას და მრავალფეროვან გადახდის სისტემას, როგორიცაა ინტერნეტბანკით, სწრაფი ჩარიცხვის აპარატით, ელექტრონული საფულით, საბანკო ბარათით ბალანსის შევსება, ასევე 5 ბანკის ონლაინ განვადებით სარგებლობა.

რა პროცესი მიმდინარეობს ნივთის შეძენის შემდეგ ან სად უნდა მიიღოს მომხმარებელმა კუთვნილი შენაძენი?

ყველა პროდუქტს აგზავნის თავად ოფიციალური ბრენდი და თავად ბრენდი უზრუნველყოფს ამერიკაში, ჩვენს საწყობში მიწოდებას და საგარანტიო სერვისებს. გადახდის სიმარტივესა და მრავალფეროვნებასთან ერთად ჩვენს მომხმარებელს არ სჭირდება დამატებით გადამზიდი კომპანიის მოძიება, შეუძლია საქართველოს მასშტაბით 40-ზე მეტი ფილიალში მიიღოს შეძენილი პროდუქცია. საჭიროების შემთხვევაში ჩვენ მოვუმზადებთ ასევე საბაჟო და სხვა სახის დოკუმენტებს უფასოდ, ჩვენი პერსონალური ასისტენტები კი ყოველ ეტაპზე მზად არიან, მაქსიმალურად გულისხმიერი დახმარება გაუწიონ მომხმარებლებს, რაც დამეთანხმებით, რომ ძალიან უმარტივებს პროცესებს და მნიშვნელოვან დროს და თანხას უზოგავს მათ.

ჩვენ ვგეგმავთ, კიდევ უფრო გავამარტივოდ და გავამრავალფეროვნოთ ჩვენი პლატფორმა სულ მალე ადგილზე მიწოდების (ე.წ. Home Delivey) მომსახურების სერვისიც შევთავაზოთ ქართველ მომხმარებელს.

ვმუშაობთ, რომ ყოველკვირეულად გავზარდოთ იმ ბრენდების რიცხვი, რომელიც GoOutlet-ში გვექნება განთავსებული. სისტემატურად შევთავაზოთ ქართველ მომხმარებელს განსაკუთრებული ფასები, აქციები და საჩუქრები.

გვჯერა, რომ ეს ის არის, რასაც დიდი ხანია ველოდით ქართველი მომხმარებლები და მათ შორის ჩვენც.