რეგულაციების მნიშვნელობა თამბაქოს ზიანის შემცირების პროცესში

თამბაქოს მოხმარება მსოფლიო ჯანდაცვის მთავარი გამოწვევაა. ჯანმოს მონაცემებით, დღეს მსოფლიოში 1.3 მილიარდი მწეველია და მათი რაოდენობა 2025 წლისთვის უცვლელი დარჩება.

სხვადასხვა ქვეყნის ჯანდაცვის ინსტიტუტები აქტიურად ცდილობენ თამბაქოს მოხმარების უარყოფითი ზეგავლენის შემცირებას, თუმცა მოსახლეობის დიდი ნაწილი ვერ ან არ ანებებს თავს მოწევას.

სწორედ ამიტომ, ჯანდაცვის ექსპერტთა ნაწილი ზიანის შემცირების პოლიტიკის მნიშვნელობას უსვამს ხაზს, რაც მოსახლეობის მხრიდან ნაკლები ზიანის მქონე თამბაქოს ალტერნატიული მოწყობილობების მოხმარებაზე გადასვლას გულისხმობს. ეს პრაქტიკა ფართოდ არის გავრცელებული ისეთ ქვეყნებში, როგორებიც არის: აშშ, დიდი ბრიტანეთი, ევროკავშირის ქვეყნები, იაპონია და სხვა.

Public Health England-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშით ირკვევა, რომ თამბაქოს ელექტრონული მოწყობილობების მოხმარება ნიკოტინის ჩამნაცვლებელ თერაპიაზე უფრო ეფექტურია და მისი მეშვეობით მწეველთა 74%-მა დაანება თავი ტრადიციული სიგარეტის მოხმარებას.

ჯანდაცვის ექსპერტთა ნაწილი მოწევის პრევენციის პროცესში დიდ მნიშვნელობას ანიჭებს თამბაქოს უკვამლო მოწყობილობებს და აღიარებს მათ პოტენციალს თამბაქოს ზიანის შემცირების პროცესში.

“პანდემიამდე აშშ-ში სიგარეტებზე მოთხოვნა მცირდებოდა და იზრდებოდა უკვამლო მოწყობილობების მომხმარებელთა რაოდენობა, თუმცა მსოფლიოში შექმნილი ვითარების შედეგად ეს პროგრესი შეჩერდა”, - განაცხადა გლობალური თამბაქოს კონტროლის ცენტრის დირექტორმა.

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ თამბაქოს კვამლისგან თავისუფალი მომავლის განხორციელების პროცესში მთავრობებს აქვთ შესაძლებლობა, შექმნან შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც ზრდასრულ მწეველს მისცემს შესაძლელობას ჰქონდეთ წვდომა მეცნიერულად დადასტურებულ ინფორმაციაზე.

ზიანის შემცირების პროცესში აუცილებელია რისკის პროპორციული საგადასახადო სისტემის დანერგვა, რაც ხელს შეუწყობს მწეველთა მიგრაციას ტრადიციული თამბაქოდან უკვამლო მოწყობილობებზე.

“თამბაქოს აქციზის დირექტივის (Tobacco Excise Directive) გადახედვა წარმოადგენს შესაძლებლობას მთავრობებისთვის, განახორციელონ სწორი ინიციატივა მწეველთათვის და მისცენ მათ შესაძლებლობა, გადავიდნენ შემცირებული რისკის მქონე უკვამლო მოწყობილობების მოხმარებაზე და შეწყვიტონ მოწევა”, - განცხადება გამოაქვეყნა ორგანიზაცია Independent European Vape Association-მა.

დიდი ბრიტანეთის მთავრობა ხელს უწყობს მწეველთა მხრიდან, რომლებიც სხვაგვარად გააგრძელებდნენ მოწევას, უკვამლო მოწყობილობების მოხმარებაზე გადასვლას. ინგლისის მთავრობის მიზანია, 2030 წლისთვის შექმნას თამბაქოს კვამლისგან თავისუფალი საზოგადოება. ამ პროცესში გადამწყვეტი მნიშვნელობა თამბაქოს უკვამლო მოწყობილობებს ენიჭება. ზიანის შემცირების პროცესს კი ხელს უწყობს რისკის-პროპორციული საგადასახადო სისტემის იმპლემენტაცია.

საქართველოში თამბაქოს ალტერნატიულ მოწყობილობებსა და ტრადიციულ სიგარეტებზე ერთნაირი სააქციზო გადასახადი მოქმედებს. ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა კი თამბაქოს პროდუქტებზე დაწესებულ აკრძალვებსა და შეზღუდვებს უჭერს მხარს. შესაბამისად, არ ითვალისწინებს შემცირებული რისკის მქონე პროდუქტების შესაძლო უპირატესობებს.

დაიწყება თუ არა საქართველოს პარლამენტში საკანონმდებლო დიკსუსია რისკის პროპორციული დაბეგვრის სისტემის შესახებ და ევროპული ქვეყნების მაგალითების გათვალისწინება, ამ ეტაპზე უცნობია.

(R)