პანდემიამ საინფორმაციო პორტალებზე ტრაფიკი გაზარდა - როგორია მაჩვენებლები

კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიოში საინფორმაციო ვებ-გვერდებზე ტრაფიკი გაზარდა. Press Gazette -ის უახლესი ანალიზის თანახმად, მსოფლიოში პოპულარულ ინგლისურენოვან საინფორმაციო საიტებზე წინა თვეში ტრაფიკის ყველაზე მეტი ზრდა მოხდა.

ანალიტიკური ფირმის SimilarWeb– ის მონაცემებით, მარტის ყველაზე სწრაფად მზარდი საიტი Telegraph.co.uk იყო, უნიკალურ ვიზიტორთა რაოდენობა ერთ თვეში 20% -ით გაიზარდა და 53 მილიონიდან 64 მილიონამდე გახდა. შემდეგია ბრიტანული ახალი ამბების საიტი - thetimes.co.uk, რომლის ვიზიტების რაოდენობა ერთ თვეში 18% -ით გაიზარდა და 36 მილიონიდან 42 მილიონი გახდა.

NEWS საიტები, სადაც 2021 წლის თებერვალ - მარტში ვიზიტების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა:

  • telegraph.co.uk – 20%
  • thetimes.co.uk – 18%
  • news.sky.com – 18%
  • metro.co.uk – 16%
  • cbsnews.com -15
  • mirror.co.uk – 14%
  • hellomagazine.com -14%
  • ctvnews.ca – 11%
  • cnbc.com -10%
  • usatoday.com – 10%

9%-იანი ზრდა დაფიქსირდა latimes.com, cbc.ca, abc.net.au, bbc.co.uk and bbc.com და express.co.uk -ზე.

საერთო ჯამში, ტოპ 50 ახალი ამბების ვებსაიტების ტრეფიკი მარტში 3% -ით გაიზარდა და 6.1 მილიარდს მიაღწია. თებერვალში მთლიანობაში 5.9 მილიარდი იყო. სტატისტიკურად, ტრეფიკის პიკი 8.5 მილიარდით, 2020 წლის ნოემბერში დაფიქსირდა. Press Gazette-ის ინფორმაციით ტრეფიკის უმნიშვნელო ზრდა ფიქსირდება არასანდო ახალი ამბების საიტებზეც.

2021 წლის მარტში, 1,27 მილიარდი უნიკალური ვიზიტორით პირველ ადგილზე BBC.co.uk და BBC.com აღმოჩნდნენ. შედეგი 9% -ით მეტია, ვიდრე თებერვლის თვეში, მაგრამ 2% -ით ნაკლებია 2020 წლის მარტში დაფიქსირებულ შედეგზე.

შემდეგია CNN (CNN.com და edition.CNN.com) 687 მილიონი სესიით. 3% –ით ნაკლები წინა წელთან შედარებით. 2020 წლის თებერვალში ორ საიტზე ერთად 710 მილიონი ვიზიტი დაფიქსირდა.

შემდეგი უმსხვილესი ვებ - გვერდები იყო The New York Times 377 მილიონი ვიზიტით, 34% –ით ნაკლები წინა წელთან შედარებით. Mail Online 338 მილიონი ვიზიტით. წინა წელთა შედარებით 10% –ით ნაკლები. Yahoo finance 328 მილიონი ვიზიტი, წინა წელთა შედარებით 19% -ით მეტი. Guardian 317 მილიონი ვიზიტით, 27% -ით ნაკლები, ვიდრე 2020 წელს და Fox News 275 მილიონი ვიზიტით - 33% -ით ნაკლები.

Press Gazette - თვის SimilarWeb– ის რეპორტში ასევე გაანალიზებულია ონლაინ ტრაფიკის წყარო.

დიდ ვებსაიტებზე ვიზიტების უმეტესობა კვლავ პირდაპირი იყო. ანუ მომხმარებლები პირდაპირ მათ მისამართზე შედიოდენ ან ონლაინ ძიებებიდან.

პირდაპირი მომხმარებლების ყველაზე დაბალი წილის მქონე საიტები იყო US News (10%) და Forbes (14%). ორგანულ ძებნაში საუკეთესო იყო US News (87%), Cosmopolitan (83%), Hello (75%) და Forbes (74%).

ვებ - გვერდებზე გადამისამართების ძირითადი წყარო იყო Facebook. იგი მოწინავე 50 საიტის რეიტინგის შედეგებში 42%-ის ნომერ პირველ წყაროს წარმოადგენს და ბევრად უსწრებს Twitter-ს, რომელმაც ახალ ამბებზე გადამისამართებაში მხოლოდ 30% შეადგინა. სოციალური მედიის საიტების უმეტესობისთვის Facebook წამყვანი მიმართულების წყაროა.

პანდემიის დაწყებისთანავე მკვეთრად მოიმატა ქართული ვებგვერდების ვიზიტორთა რაოდენობაც. 2019 წელთან შედარებით, 2020 წელს Ambebi.ge-ზე და Ipn.ge-ზე ვიზიტორთა რაოდენობა 20-20 პროცენტითაა გაზრდილი. იგივე გაზრდილი მაჩვენებელი შენარჩუნდა 2021 წელსაც.

თეონა რამაზაშვილი