საზოგადოებრივი ტრანსპორტი იზღუდება.
ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭომ დღეს მიიღო გადაწყვეტილება.
კერძოდ, მათი ცნობით, მუნიციპალური ტრანსპორტი გაჩერდება 3-დან 12 მაისის ჩათვლით. ამასთან, საბჭოს გადაწყვეტილებით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, შეიზღუდება საფლავებზე გასვლა და ჩაიკეტება სასაფლაოებზე მისასვლელი გზებიც.
გარდა ამისა, როგორც საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი, სააღდგომო ლიტურგიასთან დაკავშირებით, გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა, მხოლოდ 1 დღით - 1 -ლი მაისის 23:00-სთ-დან 2 მაისის 04:00 სთ-მდე იმოქმედებს.
ამასთან, საბჭოს კიდევ ერთი გადაწყვეტილებით, უკვე მიმდინარე კვირიდან, ვაქცინაციის პროცეში ჩაერთვებიან, პარლამენტისა და მთავრობის წევრები.