საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა არ შეიზღუდება

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის გიორგი ღიბრაძის განცხადებით, საქალაქთაშორისო ტრანსპორტი არ იზღუდება. ამის შესახებ გადაწყვეტილება კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

ამავე დროს, საბჭოს გადაწყვეტილებით, 3-12 მაისის ჩათვლით, საქართველოს მასშტაბით, მუნიციპალური ტრანსპორტი არ იმოძრავებს, სადღესასწაულო დღეებში კი სასაფლაოებზე გასვლა შეიზღუდება.