"სასაფლაოებზე გასვლასთან დაკავშირებით შეზღუდვები ბრწყინვალე "შვიდეულის პერიოდში" იქნება"

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, სასაფლაოებზე განსაკუთრებული შეზღუდვა 3-4 მაისს იქნება.

როგორც გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ზოგადად, შეზღუდვები "ბრწყინვალე შვიდეულის" პერიოდში იმოქმედებს.

"სასაფლაოებზე გასვლასთან დაკავშირებით შეზღუდვები ბრწყინვალე "შვიდეულის პერიოდში" იქნება.

თარიღები არ დაკონკრეტებულა. ყველაზე ხშირად ადამიანები სასაფლაოებზე გადიოდნენ ორშაბათს და სამშაბათს, ამიტომ ამ დღეებში იქნება შესაბამისი სიმკაცრე", - განაცხადა გამყრელიძემ.