"რეგიონული განახლების პროგრამა ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართულობით განხორციელდება"

რეგიონების განახლების პროგრამა მომზადდა ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართულობით და ფაქტიურად 63 მუნიციპალიტეტში მოხდა, მათი შესაძლებლობების პირველადი განხილვა, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ახალი ინიციატივა მნიშვნელოვანია, როგორც პროგრამის ურბანული განახლების თვალსაზრისით, ასევე იმ დეცენტრალიაციის უპრეცედენტო გამოვლინებით, რაც ადგილობრივი თვითმმართველობების და ადგილობრივი უწყებების ჩართულობას ნიშნავს.

„ეს არის კარგი შესაძლებლობა მათი შესაბამისი უნარების და შესაძლებლობების გაზრდისა, ისევე როგორც იმ ადგილობრივი მოსახლეობის, რომლებიც უშუუალოდ ჩაერთვებიან სამუშაოებში და კიდევ უფრო განავითარებენ თავიანთ უარებს, თუ ახალს არ შიძენენ“,- განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდთან ერთად პროგრამას ადგილობრივი მუნიციპალიტეტები განახორციელებენ.