კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა გაიზარდა

კომერციული ბანკების მიერ, გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2021 წლის მარტში, წინა თვესთან შედარებით 600.66 მლნ ლარით (1.56%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.94%-ით გაიზარდა) და მიმდინარე წლის პირველი აპრილისათვის 39.03 მლრდ ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 312.82 მლნ ლარით (1.84%-ით), ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 287.83 მლნ ლარით (1.35%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, გაიზარდა 0.22%-ით).

„რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2021 წლის მარტის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 5.50 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 2.34%-ით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 13.47 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 1.21%-ით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.08%-ით მეტი).

2021 წლის მარტის განმავლობაში 1.59%-ით, ანუ 302.05 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი აპრილისათვის 19.25 მლრდ ლარი შეადგინა.

მიმდინარე წლის პირველი აპრილისათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 44.45 პროცენტი შეადგინა, 2021 წლის პირველი მარტის მდგომარეობასთან შედარებით, გაიზარდა 0.12 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, გაიზარდა 0.40 პროცენტული პუნქტით)”,- ნათქვამია ინფორმაციაში.