2012 წლიდან დღემდე ბიუჯეტის დეფიციტი ყველაზე მაღალ ნიშნულზეა

2021 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით საქართველოში ბიუჯეტის დეფიციტი ახალ ანტირეკორდზეა.

უფრო კონკრეტულად, მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში ბიუჯეტის დეფიციტმა -527.7 მლნ ლარი შეადგინა. ეს კი 2012 წლიდან მოყოლებული დღემდე ყველაზე მაღალი დეფიციტა. აქამდე პირველ კვარტალში ყველაზე მაღალი დეფიციტი გასულ წელს ფიქსირდებოდა, კერძოდ -280.3 მლნ ლარი.

გარდა ამისა, გაუარესებულია ბიუჯეტის პირველად სალდო, რომელიც მიმდინარე შემოსავლებისა და ხარჯების სხვაობას გულისხმობს. მისმა მაჩვენებელმა მიმდინარე წლის სამ თვეში -92.2 მლნ ლარი შეადგინა.

ბიუჯეტის დეფიციტს ზრდის მიზეზი, ცხადია, კორონავირუსი და მისგან წარმოქმნილი ეკონომიკური კრიზისია, რომლის გამოც ბიუჯეტის შემოსავლები შემცირდა, ხოლო ხარჯები გაიზარდა, რამაც დეფიციტის გაღრმავებას შეუწყო ხელი.

ბიუჯეტის დეფიციტი ასევე იმასაც ნიშნავს, რომ ხარჯების დასაფარად მთავრობა ახალ ვალებს იღებს.

ნოდარ სირბილაძე