საუდის არაბეთი, აშშ, კანადა, ნორვეგია და ყატარი ნავთობისა და გაზის მწარმოებელი ქვეყნებისთვის ერთობლივ პლატფორმას შექმნიან. პლატფორმის ერთ-ერთი ამოცანა ნახშიროჟანგის შენახვისა და მართვის ტექნოლოგიის შექმნაა. ინფორმაციას არაბული სააგენტო SPA ქვეყნის ენერგეტიკის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
„საუდის არაბეთი შეურთდება აშშ-ს, კანადას, ნორვეგიას და ყატარს ნულოვანი გამონაბოლქვის ახალი ფორუმის შექმნის მიზნით. ფორუმში გაერთიანდებიან ნავთობისა და გაზის მწარმოებელი ქვეყნები და ისინი ნულოვან გამონაბოლქვზე პარიზის კლიმატის ხელშეკრულების აღსრულების გზებს განიხილავენ“, - ნათქვამია ქვეყნის ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებაში.
აღნიშნული ქვეყნები მეთანის გამოფრქვევის შემცირებისა და ნახშიროჟანგის შენახვის, აგრეთვე, ეკოლოგიურად სუფთა ენერგიის დანერგვის მეთოდებს შეიმუშავებენ. საუდის არაბეთის ენერგეტიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ ტექნოლოგიებსა და ინოვაციებს შეუძლია, სერიოზული როლი ითამაშოს სათბური გაზების შემცირების საქმეში.