უკრაინა 1,25 მილიარდი დოლარის ევროობლიგაციებს განათავსებს

უკრაინის ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, მთავრობა 1,25 მილიარდი დოლარის 8-წლიანი ევროობლიგაციების განთავსებას აპირებს.

„უკრაინამ დღეს 1,25 მილიარდი დოლარის ახალი ევროობლიგაციების გამოცემა გამოაცხადა. მათი დაფარვა 2029 წელს მოხდება. პრაისინგის შედეგად მისი შემოსავლიანობა დადგენილია წლიური 6,875%-ის დონეზე“,- წერია განცხადებაში.

მოსალოდნელია, რომ ახალი გამოცემა სააგენტო Standard & Poor's-ისგან "В" რეიტინგს მიიღებს. ასევე, "В" რეიტინგს მიიღებს სააგენტო Fitch-ისგანაც. პროცესი 30 აპრილს დაიწყება.

2020 წლის დეკემბერში უკრაინამ, ქვეყნის ბიუჯეტის დასაფინანსებლად, 600 მილიონი დოლარის ევროობლიგაციები განათავსა.

კოკა კვირკველია