Apple აშშ-ის ეკონომიკაში 430 მილიარდი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს

კომპანია Apple ამერიკის ეკონომიკაში მომდევნო 5 წელიწადში 430 მილიარდი დოლარის ინვესტირებას გეგმავს, რაც ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარებას მოხმარდება. ამის შესახებ განცხადება კომპანიის ვებ-გვერდზე გავრცელდა.

2018 წელს წარმოდგენილ პაკეტთან შედარებით, კომპანია ინვესტიციების მოცულობას 20%-ით გაზრდის, რაც მიმართული იქნება 5G ქსელის განვითარებასა და ახალი პროცესორების შექმნაზე. ამის შედეგად აშშ-ში 20 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება.

კომპანიის მმართველის, ტიმ კუკის განცხადებით, ეკონომიკური აღდგენის პერიოდში Apple გაზრდის ძალისხმევას ამერიკაში ინოვაციებისა და წარმოების მიმართულებით , რომელიც 50-ვე შტატში გადანაწილდება. მისი თქმით, Apple-ის მიერ გამოყოფილი თანხები ხელს შეუწყობს ეკოლოგიურად სუფთა წარმოების, ხელოვნური ინტელექტისა და მოწინავე ტექნოლოგიების განვითარებასა და დანერგვას. გარდა ამისა, კომპანია ჩრდილოეთ კაროლინას შტატში ახალ ოფისს შექმნის.

კოკა კვირკველია