Bloomberg-ზე ერთი დოლარი 3.4500 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 3.4500 ლარად ივაჭრება.

პლატფორმაზე ვაჭრობა 3.4412 კურსით დაიწყო. ეროვნული ბანკის მიერ 26 აპრილს დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 3.4534 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 4.1765 ლარია.

საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ახალ ოფიციალურ კურსს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.